ინგლისთან მატჩამდე საქართველოს ფუტსალის ნაკრები ღია ვარჯიშს ჩაატარებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 4-5 აპრილს ჩვენი გუნდი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

3 აპრილს 18:00 საათზე ავთანდილ ასათიანის გუნდი ოლიმპიურ სასახლეში მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელი პროცესის საწყისი 15 წუთის გადაღების უფლება ექნებათ.

ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ორივე ამხანაგური შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება თავისუფალია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფუტზალი შენი გუნდიაო, რაგბი შენი თამაშიაო. ჯერ ჩამოყალიბდით და მერე თქვით.
მე რატომ არ მეკითხებით
13:26 03-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული