Sportfm.ru: შოთა არველაძე "კრასნოდარის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია

AutoSharing Option
რუსული საიტის, Sportfm.ru-ს ინფორმაციით, შოთა არველაძე "კრასნოდარის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია.

გუშინ თორნიკე ოქრუაშვილის გუნდმა 49 წლის სპეციალისტი იგორ შამილოვი გაათავისუფლა და მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო.

არველაძესთან ერთად "კრასნოდარის" გაძღოლის კანდიდატები ტულის "არსენალის" დამრიგებელი მიოდგარ ბოჟოვიჩი და რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ გრიშინი არიან.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" უდგას სათავეში, იქამდე კი "კაიზერსპორს", "კასიმფაშას", "ტრაბზონსპორს" და თელ-ავივის "მაკაბის" მოძღვრავდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს უბრალოთ ჭორია, 2 წლის წინ იგივე ლაპარაკი მიდიოდა.
Archili
04 აპრილი 2018 09:02
0
ოქრუაშვილი კი არა, ოქრიაშვილია! ;)
renato
04 აპრილი 2018 04:19
0
როგორც მწვრთნელს ღირებული არსად არაფერი გაუკეთებია.)))
dato
03 აპრილი 2018 15:25
1
აგერ ანდრო და გიო დანიშნეთ. ყველაფერი იციან!
Shoda
03 აპრილი 2018 14:51
4
ერთი მითხარი კაცურად, სადაც იმუშავა რა შედეგები ქონდა? გალიცკი პირდაპირ ამბობს - უცხოელ მწვრთნელს არ მოვიწვევო! რით უნდა მოხიბლოს შოთამ ეს კაცი, რომ გადააფიქრებინოს?
andro
03 აპრილი 2018 20:38
0
ჩელსიში ნიშნავენ. ეხვეწება თურმე აბრამოვიჩი
andro
03 აპრილი 2018 14:00
5
შოთა კარგი ფეხბურთელი იყო და ჯიგარი კაცია მაგრამ როგორც მწვრთნელი ვერ ქაჩავს.
gio
03 აპრილი 2018 13:56
4
ტორპედო არა ფანდური...
ბაჩო
03 აპრილი 2018 13:33
5
შოთა უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ტორპედო გაწვრთნას, ტორპედოს სჭირდება შოთა.
ქუთაისი ქალაქია
03 აპრილი 2018 13:08
4
რამდენ ჭორს აღარ დაწერთ ხოლმე. მურად მუსაევია ახალი მთავარი მწვრთნელი
:)
03 აპრილი 2018 10:35
4
დროებით დაინიშნა
dd
03 აპრილი 2018 13:21
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული