
გუშინ თორნიკე ოქრუაშვილის გუნდმა 49 წლის სპეციალისტი იგორ შამილოვი გაათავისუფლა და მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო.
არველაძესთან ერთად "კრასნოდარის" გაძღოლის კანდიდატები ტულის "არსენალის" დამრიგებელი მიოდგარ ბოჟოვიჩი და რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ გრიშინი არიან.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" უდგას სათავეში, იქამდე კი "კაიზერსპორს", "კასიმფაშას", "ტრაბზონსპორს" და თელ-ავივის "მაკაბის" მოძღვრავდა.