კახა კალაძე ინციდენტზე: მინდა ვთხოვო კობიაშვილს, თუ არის ამის შესაძლებლობა, ამხანაგური მატჩი გააკეთოს

AutoSharing Option
თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს.

ასეთი შეხვედრის ორგანიზებით, კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა.

"მე მგონი, არავის მოეწონა ის, რაც იმ დღეს მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე. ძალიან სამწუხაროა. თბილისი ყოველთვის ტოლერანტულად ითვლებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ტოლერანტული ქალაქია. ის, რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი.

ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, რომ თუ არის
ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, ვინც იმ დღეს თამაშობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.

ვისაც სურვილი გაქვთ, ჩვენც ჩავერთოთ. მე მგონი, ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი ლაქა და ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

კვირას აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ნიგერიელი სტუდენტების მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიდეოში, რომელშიც სამწუხაროდ მხოლოდ ის ნაწილი სჩანს რაც ერთ მხარეს აწყობს, რასისტული არაფერი სჩანს. ვერ ვხვდები რატომ აკეთებენ წინასწარ დასკვნებს და რატომ ლანძღავენ დაპირისპირებაში მონაწილე მხოლოდ ქართველებს, თითქოს ზუსტად იცოდნენ რა მოხდა?!
Irakli
10 აპრილი 2018 15:50
0
ისინი ვინც ფერად კანიანობის გამო სცემეს აფრიკელები საქართველოს არცხვენენ,და ასევე ისინიც მითომ მაგარი ქართველები რომ არიან,აქ კომენტარებით რო ამართლებენ საქციელს ამ ვაი ქართველების გამო მთელ საქართველოს ნუ გახვევთ რასიზმში
ვაი თქვენს პატრონს
10 აპრილი 2018 14:36
11
საქართველოში არავის არაფერს ერჩიან არც ფერის და არც რასის გამო. ფერადკანიანობა აპრიორი არ ნიშნავს რომ ყველაფერში და ყოველთვის მართალია. მაგათ ამერიკაში რომ ამცირებენ ეგეთი არც დაგვესიზმრება. P.S. საქართველოში ქალი რომ მეფობდა,ევროპაში მაშინ ..........
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
10 აპრილი 2018 17:27
1
საქართველოში არავინ არავის ურტყავს არც ფერისა და არც რასის გამო, ის რომ ფერადკანიანია აპრიორი არ ნიშნავს იმას რომ ანგელოზი და ყველაფერში უდანაშაულოა. მაგათ ამერიკაში რომ ამცირებენ და შეურაცხყოფენ ჩვენ არც დაგვესიზმრება.
ვაი შენს პატრონს!!!!
10 აპრილი 2018 15:48
1
ძალადობას არა აქვს გამართლება... თუმცა, ამ შემთხვევაში იქ მაცხოვრებელი ადგილობრივი მოსახლეობა, როდესაც მომხდარ ინციდენტზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ ჩხუბის ინიციატორები იყვნენ უცხოელები, რომელთაც ჯერ ბავშვებს მოექცნენ უხეშად და მერე ამბის გასარკვევად მისულ დედას და მეზობელს... ანუ მერი რას სთავაზობს ამ ხალხს, კაცობას თავი დაანებეთ და..... დაიწყეთო?!?!?! 10 წელია ევროპაში ვცხოვრობ და აქ, აბა არასრულწლოვანს ხელი გაარტყი ან მანდილოსანს.... მოგაჭრიან მაგ ხელს და თავ-ბედს გაწყევლინებს აქაური სამართლებრივი სისტემა... ამ ბედოვლათმა, ამხანაგური მატჩიო...
დავით
10 აპრილი 2018 14:09
7
ამდენი ხანია ეგ სტუდენტები მანდ თამაშობენ და არავის გაგიჩნდათ შეკითხვა დღეს რატომ იყო აგრესიული მოსახლეობა?! კარგად იყენებენ თავიანთ ფერადკანიანობას და ამით ჰგონიათ ყველაფრის უფლება აქვთ. შენ შეეწინააღმდეგები რამეში თუნდაც ეს კონკრეტული მაგალითი ავიღოთ... და რასისტობად ჩაგითვლიან... იმ ვიდეოს რასაც თქვენ უყურებთ მარტო ერთი ნაწილი ჩანს და მანამდე რაც მოხდა სამწუხაროდ არავინ კითხულობს!
svan
10 აპრილი 2018 12:24
2
ფაჩულია რომ გაგვილახეს ამერიკელებმა, ხმა რატომ არ ამოიღეთ, ჩმორებო.
სიმართლე.
10 აპრილი 2018 12:01
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული