საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება კახი კალაძის ინიციატივასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მერის, კახი კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა.

"თამაში ყველასთვის" - ამ სლოგანით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს.

ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. ფეხბურთი, როგორც სოციალური მოვლენა, ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა.

მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო ამხანაგური შეხვედრა 8
აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ.

მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით", - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს კახი კალაძემ ლევან კობიაშვილს სთხოვა, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გამართულიყო.

▶ კახა კალაძე ინციდენტზე: მინდა ვთხოვო კობიაშვილს, თუ არის ამის შესაძლებლობა, ამხანაგური მატჩი გააკეთოს



მკითხველის კომენტარები / 3 /
დაელოდონ სიტუაციის გარკვევას ვინ არის დამნაშავე!!!
რუსთავი
00:04 11-04-2018
0
თუ აფრიკელმა სტუდენტებმა ქართველი ბავშვები მართლა გამოყარეს მოედნიდან ჯერ ბოდიში აქვთ მოსახდელი სახალხოდ და ტელევიზიით. რა დროს თამაშია!!! არავინ გაიყიდოთ ფულზე გთხოვთ ქართველებო.
რუსთავი
00:02 11-04-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული