ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგურ მატჩში კახა კალაძემ და ლევან კობიაშვილმა ითამაშეს

AutoSharing Option
ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. მასში ადგილობრივი მოსახლეობა და აფრიკელი სტუდენტები მონაწილეობდნენ. მატჩში ასევე მონაწილეობას იღებდენ თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

"ძალიან მიხარია, რომ ჩემს ინიციატივას გამოეხმაურა ფეხბურის ფედერაცია - ლევან კობიაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებთანაც მოხდა დაპირისპირება და გაუგებრობა. ის, რაც მოხდა ძალიან ცუდია. დღეს ჩვენ ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით კი, დღევანდელი თამაშის მიზანია, რომ ყველა ინციდენტის შემდეგ
ერთად დავდგეთ.

"რაც მოხდა, სასიამოვნო ნამდვილად არავისთვის ყოფილა, მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ და სიმბოლურად ვითამაშეთ“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ადგილობრივები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამის შედეგ თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გამართულიყო. ასეთი შეხვედრის ორგანიზებით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა. ფეხბურთის ფედერაციამ მატჩი დღეს იმ სტადიონზე დაგეგმა, სადაც ინციდენტი მოხდა.

მომზადებულია IPN.GE-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამეტანი ხომ არ მოგვდის?რა საჭიროა ასეთი ვითომ ჟესტები. ისედაც თავზე არ გვაზიან უცხოელები ჩვენივე ქვეყანაში?
გიორგი
22:35 14-04-2018
3
ძალიან კარგი გადწყვეტილება იყო! ყოჩაღ კახის და მის გუნდს!!!
ოპტიმისტი
00:48 15-04-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული