"ანორთოსისის" ყოფილი ფეხბურთელი: თემურ ქეცბაია განსაკუთრებული ადამიანი და მწვრთნელია

AutoSharing Option
ფამაგუსტას "ანორთოსისის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლამპროს ლამბროსმა თემურ ქეცბაიას შესახებ ისაუბრა.

"თემურს ყველა ვიცნობთ და ვიცით, რა ემოციურია ყველა მომენტში. ის განსაკუთრებული ადამიანი და მწვრთნელია. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა და ამას ამჟღავნებდა.

ქეცბაია დამარცხებას არ იღებდა და მისი არსებობა ეხმარებოდა გუნდს, დიდი წარმატებისთვის მიეღწია.

რატომაა ახლა თემური უგუნდოდ? ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია, ქეცბაიას პატარა გუნდის გაწვრთნა არ შეუძლია.

ის ახლა იმ დონეზეა, რომ მიწვევებს დიდი გუნდებიდან ელოდება, მათ შორის, უცხოურიდანაც", - აღნიშნა ლამბროსმა.

▶ თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" არ დაბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი ცხოვრების ერთერთი ყველაზე ცუდი მოგონება. თითქმის უტოპია იყო ქეცბაია-სიჭინავას ტანდემი ფეხბურთში. დღემდე მგონია, რომ სიზმარი იყო ეს ყველაფერი. როგორ მართლა ეს კაცი იყო 6 წელი ნაკრების მწვრთნელი? მართლა საკუთარ თავთან მოვდივარ კონფლიქტში:) არადა ვიცი რომ ეს მართლა ხდებოდა.
სულ2
18 აპრილი 2018 20:53
9
როგორც ფეხბურთელი მაგარი იყო და საქართველოს ნაკრებში თავი არ დაუზოგავს მაგრამ როგორც მწვრთნელი აუტანელი იყო.საეჭვოა ეგეთი ხასიათის მწვრთნელი რომელიმე გუნდმა აიტანოს.
მოყვარეს პირში უძრახე
18 აპრილი 2018 17:00
12
ანორტოსისში აიტანეს და მშვენიერი შედეგებიც მიიღეს.ქეცბა ყოველთვის მაქსიმალისტი იყო და მცირედით კმაყოფილებს,მის გვერდით მუდამ დისკომფორტის შეგრძნება აქვთ.საშინელ ,ულაზათო ფეხბურთს თამაშობდა ბოლოსაკენ მისი ფორმაციის ნაკრები,მაგრამ მასზე აუგს მაინც ვერ ვიტყვი.თავდამსხმელები მაშინ რეალურად არ გვყავდა და ფიზიკური მომზადებაც ძალიან დაბალ დონეზე გვქონდა.გაიხსენეთ მისი ნაკრების ბოლო მატჩი,პოლონეთთან,სახლში.მთელი პირველი ტაიმი შევჭამეთ პოლონეთი,ქეცბაიამ შემტევი ფეხბურთი ათამაშა გუნდს,ცხრაჯერ თუ ათჯერ დავარტყით კარისაკენ და ვერც ერთი კარში,კლასი არ იყო.მეორე ტაიმში კი,როცა ნაკრებს არაქათი აღარ ჰქონდა,4 გოლი გავუშვით.ამით ქეცბაიამ მიგვანიშნა,შემტევ თამაშს რომ მთხოვდით,აი ასეთი შედეგი გვექნებოდაო.ჩემთვის,ისევე როგორც თქვენთვის,მისი ნაკრების თამაშის სტილი სრულიად მიუღებელი იყო,მაგრამ მისგან შედეგს ითხოვდნენ და შედეგი რასაც ჰქონდა,ისე იქცეოდა ისიც.როცა ცხადაძე მოვიდა,პოლონეთთან ნაკრების შედეგი იდენტური იყო,0-4, მაგრამ ეს უკვე ფეხბუთის თამაში იყო და თანაც ეს უკვე სხვა თემაა.
სოსო
19 აპრილი 2018 11:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული