დარასელიას თასი: ნახევარფინალში "დინამო თბილისის" მეტოქე გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
26 აპრილს, ტურნირის მესამე დღეს ერთმანეთს კიევის "დინამო" და "ესპანიოლი" შეხვდნენ.

კიეველებმა მატჩის დებიუტშივე ივან ვიდოსევიჩის დარტყმით გახსნეს ანგარიში. უკრაინელებს არც ამის შემდეგ დაუგდიათ ტემპი და ბევრს უტევდნენ მეტოქეს, რომელსაც მატჩამდე უკვე 6 ქულა ჰქონდა დაგროვებული.

"ესპანიოლი" მეთოდურად თამაშობდა და არანაკლებ სახიფათოდ უტევდა. საბოლოოდ ამან შედეგი 41-ე წუთზე გამოიღო და შეცვლაზე შესულმა ჟერარ პერეირამ თანაფარდობა აღადგინა.

ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და "ესპანიოლმა" ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ესპანელები ტურნირის ნახევარფინალში "ჯენოასა" და მინსკის "დინამოს" შორის საუკეთესოს
შეხვდებიან.


დინამო კიევი 1:1 ესპანიოლი
გოლი: ვიდოსევიჩი, პერეირა
გაფრთხილება: ვოლოშინი, მოლინო, რამოსი, პ. მოლინა

დინამო კიევი: ფასტოვი, ბერეზანსკი, ბოლი, მელნიკი, მიშჩენკო, ოპანასენკო (პოპოვი 60), ორუჯევი, ვოლოშინი, ვიდოსევიჩი, ზდირკო (სკრიპნიკი 60), კირილიუკი

ესპანიოლი: პლაზა, დ. მოლინა, კონატე, მოლინო, კუენკა, რეგატიიო, ფორტუნი (პერეირა 36), კასტელი, ნიეტო (პ. მოლინა 51), ჟუსტო, ჟისპერი (ფელისესი 57)

* * *

დღევანდელი დღის მეორე მატჩში "სფფ-ის აკადემია" მოსკოვის "სპარტაკს" შეხვდა. საინტერესო მატჩი საბოლოოდ მოსკოველების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა და "სპარტაკი" ნახევარფინალში "დინამო თბილისს" შეხვდება.

დღევანდელი მატჩი კი მაღალ ტემპში წარიმართა. სტუმრებმა მე-20 წუთზე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. თავი მაქსიმ ერმაკოვმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში დავით გოგოხიამ ანგარიში გაათანაბრა და სფფ-ის ფეხბურთელებმა უფრო მეტად შეუტიეს მეტოქეს, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.

"სპარტაკმა" კი მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კიდევ ერთი გოლი გაიტანა. თავი ვიტალი შიტოვმა გამოიჩინა. ამრიგად, "ბ" ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით "ესპანიოლმა" დაიკავა, მეორე ადგილზე მოსკოვის "სპარტაკი", 6 ქულით გავიდა. მესამე ადგილი კიევის "დინამომ" 4 ქულით დაიკავა და "სფფ-ის აკადემია" უქულოდ მეოთხე ადგილზეა.


სფფ-ის აკადემია 1:2 სპარტაკი
გოლი: ერმაკოვი, გოგოხია, შიტოვი
გაფრთხილება: პატაშური

სფფ-ის აკადემია: კაპანაძე, ტალახაძე, სეხნიაშვილი, აბჟანდაძე, ლატარია, ფოცხვერია, გოგოხია, მაყაშვილი, მეხტიევი, პატაშური (კოტია 65), ქუნთელია

სპარტაკი: მელოიოხინი, გენჩუ, დეტენიშევი, ერმაკოვი, ლაიკინი, ლაშკოვი, ალ. მირონოვი (ზავოლოკინი 40), არ. მირონოვი, პილიპენკო, საფარიანი, შიტოვი (შაგიახმეტოვი 58)

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული