23:39 26-04-2018
დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ვიტესს" 5:1 მოუგო და ნახევარფინალში "სპარტაკს" შეხვდება [VIDEO]
AutoSharing Option
ორიოდე წუთში შედეგიანად თორნიკე მორჩილაძემ გაისროლა და დინამოს დიდი უპირატესობა შეუქმნა. მესამე გოლი ლამაზი და ზუსტი საჯარიმო დარტყმით თავის ანგარიშზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა ჩაიწერა. შეხვედრის 61- ე წუთზე ჯადული იობაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა ვიტესის კარში, საპასუხოდ კი აზიზ სესაიმ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. ცოტახანში ისევ იობაშვილმა იყოჩაღა და საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირა. დინამოელები 28 აპრილს 20.00 საათზე ტურნირის ნახევარფინალში მოსკოვის სპარტაკს შეხვდებიან. მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართება.
დინამო 5:1 ვიტესი
გოლი: ზურაბიანი, მორჩილაძე, აზაროვი, იობაშვილი (2), სესაი
გაფრთხილება: ბაბლუანი, ზურაბიანი, სმიტსი
დინამო: შურღაია, ხვადაგიანი (შაუთიძე 36), სალუქვაძე, უბილავა (ერაძე 44), ბაბლუანი, გოგობერიშვილი (ჩხეტიანი 36), მორჩილაძე, ზურაბიანი, იობაშვილი, ოსიყმაშვილი (აზაროვი 50), ქავთარაძე
ვიტესი: გადელა, ეუსტატია, ესაია (სესაი 51), დავიდსი, სიურული, დერკსენი (ვან ბეემი 36), სმიტსი, შტეფენი (ვან სტრენი 36), ვან რიინი, სანდერსი, გროტენჰაისი
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

