რეგიონთა თასის გამარჯვებულმა ნაკრებმა ბერლინში ამხანაგური შეხვედრები გამარჯვებით დაასრულა

AutoSharing Option
14-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2017 წლის რეგიონთა თასის გამარჯვებულის ტიტული , მთელი ქვეყნის მასშტაბით, 16 საფეხბურთო გუნდს შორის მოიპოვა, გერმანიაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თანატოლებთან ამხანაგური მატჩები გამართეს. 10 მაისს თბილისის ნაკრები საფეხბურთო კლუბ „იუნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:0 დამაარცხა მეტოქე.

9 მაისს ჩვენმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი ბერლინის „ჰერტას“ აკადემიელ თანატოლებთან ჩაატარეს, რომელიც ასევე რეგიონთა თასის მფლობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

7 მაისს კი, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთა მეტოქე ბერლინის „დინამოს“ ასაკობრივი გუნდი გახლდათ. ჩვენმა გუნდმა აღნიშნული შეხვედრა, ანგარიშით 5:3 მოიგო.

„რეგიონთა
თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს, ფიფას მხარდაჭერით, პირველად ჩაატარა. 2016 წლის სეზონის გამარჯვებულმა ნაკრებმა, 2017 წლის სეზონის თასის მფლობელის მსგავსად, გერმანიაში წარმატებით იასპარეზა.

რეგიონთა თასის მონაწილე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა – კიმ პაულსენმა ჩაუტარა.

2017 წლის გათამაშების ფინალი ლაგოდეხში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის გუნდმა გამარჯვებულის ტიტულთან ერთად გერმანიის საგზური მოიპოვა. გერმანიაში ვიზიტის მთავარი მიზანია, ქართველ ბავშვებს მიეცეთ საშუალება, გაიზიარონ გერმანელი თანატოლების გამოცდილება და საკუთარი ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამხანაგურ შეხვედრებში მოსინჯონ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული