
9 მაისს ჩვენმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი ბერლინის „ჰერტას“ აკადემიელ თანატოლებთან ჩაატარეს, რომელიც ასევე რეგიონთა თასის მფლობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.
7 მაისს კი, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთა მეტოქე ბერლინის „დინამოს“ ასაკობრივი გუნდი გახლდათ. ჩვენმა გუნდმა აღნიშნული შეხვედრა, ანგარიშით 5:3 მოიგო.
„რეგიონთა
რეგიონთა თასის მონაწილე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა – კიმ პაულსენმა ჩაუტარა.
2017 წლის გათამაშების ფინალი ლაგოდეხში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის გუნდმა გამარჯვებულის ტიტულთან ერთად გერმანიის საგზური მოიპოვა. გერმანიაში ვიზიტის მთავარი მიზანია, ქართველ ბავშვებს მიეცეთ საშუალება, გაიზიარონ გერმანელი თანატოლების გამოცდილება და საკუთარი ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამხანაგურ შეხვედრებში მოსინჯონ.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით