საქართველოში პირველად Neymar Jr`s Five ჩატარდება

AutoSharing Option
საქართველოში პირველად Neymar Jr`s Five ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სფფ-ის Facebook-გვერდი აქვეყნებს.

აღნიშნულ თამაშებში შეხვედრები 5X5-ზე მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობის მიღება 16-დან 25 წლის ჩათვლით გოგონებსა და ბიჭებს შეუძლიათ.

ასევე შესაძლებელია 25 წლის ზემოთ ორი მოთამაშის დამატება.

საქართველოს 6 ქალაქში 6 შესარჩევი თამაშის დღე გაიმართება. გამარჯვებული 21 ივლისს ბრაზილიაში, საქართველოს სახელით, ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ქვემოთ მოცემულ ბმულს:

▶ https://www.neymarjrsfive.com/ka/GE
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
Vin gaimarjva mere tbilisis tu regionis gundma?
????
17:00 18-07-2018
0

სიახლეები პოპულარული