რომან ფიფია: ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს და უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"თანამემამულენო! დღეს ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს!

საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი, რადგან არ არსებობს ამქვეყნად თავისუფლებაზე უფრო ძვირფასი რამ!

ვულოცავ , ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს და უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს!

მჯერა, რომ ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში და ყველა ერთად,
შევძლებთ მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენს საერთო სამშობლოს!

რომან ფიფია"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კაცმა დინამოს მიხედოს თუ ქვეყნისთვის სიკეთე უნდა. რას დაამსგავსა ეს ისტორიული კლუბი, ადრე რა შედეგებიც იყო - იმასაც ვეგარ ვაღწევთ ერთი-ორი ეტაპის გავლას და საქართველოს ჩემპიონობას
Levani
17:50 26-05-2018
0
ასე მეგონა რიგით დღესასწაულს ავღნიშნავდით ეს რა იყო, გრანდიოზულად უნდა ჩატარებულიყო ეს დღე თავისი აღლუმით, ტექნიკის დემონსტრაციით და სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნის სამხედრო ნაწილის წარმოდგენით და არა 3 კაცით რომ ჩამოიარეს! ეჰ რასაც ვერ დაუკარგავ მიშამ ეს ყველაფერი იცოდა რა როგორ უნდა გაეკეთებინა და აემაღლებინა ეს დღესასწაული!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული