კვირკველიას გრაფაში 8 მლნ ევრო უწერია, რაც სააგენტოს ძველ მონაცემებთან შედარებით 2.2 მილიონით მეტია.
შეგახსენებთ, რომ კვირკველია "ლოკომოტივის" რიგებში რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო თავად ქართველმა სეზონი სტაბილურად და გამორჩეულად ჩაატარა. ის არაერთხელ შეიყვანეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
კვირკველია "ლოკომოტივში" შეუცვლელია - საბამ მოსკოვური გუნდის ყველა მატჩში ითამაშა
ქართველი მცველისთვის ეს ზაფხული საკმაოდ ნაყოფიერი იქნება შემოთავაზებების მხრივ. ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე კვირკველიას შეძენით რამდენიმე ინგლისური
რა შანსები აქვს საბა კვირკველიას პრემიერლიგაში?
უფრო თვალსაჩინო რომ გავხადოთ კვირკველიას სატრანსფერო ღირებულების პროგრესი, გადავხედოთ ფასის ცვლილების დიაგრამას:თუ საქართველოს ნაკრებში საბა ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, მოსკოვის "ლოკომოტივში" ის ამ მაჩვენებლით მეორეა. პირველ ადგილს ტყუპისცალი ალექსეი მირანჩუკი იკავებს 14 მილიონი ევროთი. ხოლო პრემიერლიგაში კვირკველიას მე-15 პოზიცია უკავია.
ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც სეზონის განმავლობაში სტაბილურად ასპარეზობდნენ საკუთარ გუნდებში და თავის წარმოჩენა შეძლეს, ლოგიკურად მათი სატრანსფერო ღირებულებაც გაიზარდა.
მაგალითისთვის დავით ხოჭოლავა და ვაკო გვილია შეგვიძლია ავიღოთ. ამ ფეხბურთელების შემთხვევაში სატრანსფერო ღირებულება ლამის ორჯერ გაიზარდა. ხოჭოლავას "შახტარში" თამაშის შემდეგ მის ფასი 1 მილიონიდან 1.8 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო გვილიას "ლუცერნში" გადასვლისა და თამაშის შემდეგ 0.5-დან 0.9 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა გვილია ადრეც მაგდენი ღირდა, უბრალოდ, ბატე-ში მისი უთამაშებლობის გამო ფასმა დაიკლო.
ასევე გაიზარდა ჯიმი ტაბიძის (უფა, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირის (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილის (დინამო, საქართველო), საბა ლობჟანიძის (რანდერსი, დანია), გიორგი პაპუნაშვილის (სარაგოსა, ესპანეთი) სატრანსფერო ღირებულება.
ახლა კი ბოლოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასებს გაგაცნობთ:
- საბა კვირკველია (ლოკომოტივი) - 8 000 000 ევრო
- გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - 3 000 000
- ვალერი ყაზაიშვილი (სან ხოსე) - 2 500 000
- გურამ კაშია (ვიტესი) - 2 500 000
- ჯანო ანანიძე (სპარტაკი) - 2 000 000
- დავით ხოჭოლავა (შახტარი) - 1 800 000
- ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1 000 000
- ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი) - 1 000 000
- ჯაბა კანკავა (ტობოლი) - 1 000 000
- გიორგი ჭანტურია (ურალი) - 1 000 000
- ვაკო გვილია (ლუცერნი) - 900 000
- გიორგი ლორია (ანჟი) - 800 000
- გიორგი აბურჯანია (სევილია B) - 800 000
- ოთარ კიტეიშვილი (დინამო თ.) - 800 000
- საბა ლობჟანიძე (რანდერსი) - 800 000
- გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) - 800 000
- გიორგი ქვილითაია (რაპიდი) - 800 000
- ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - 750 000
- ნიკა კაჭარავა (კორონა) - 700 000
- გიორგი მაკარიძე (რიო ავე) - 700 000
- ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი) - 700 000
- ლაშა დვალი (პოგონი) - 500 000
- ლევან ხარაბაძე (დინამო თ.) - 400 000
- გიორი ნავალოვსკი (ხაბაროვსკი) - 250 000
ზემოთ კვირკველიაზე მოგახსენეთ, რომ რუსეთის პრემიერლიგაში მე-15 ადგილი უკავია. აქვე ერთ შედარებას წარმოგიდგენთ: რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 793.78 მლნ ევროს წარმოადგენს, როცა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 36.13 მლნ ევროა.
ეროვნული ლიგის კლუბების ფეხბურთელების საერთო ღირებულება transfermarkt.de-ს მიხედვით ასე გამოიყურება:
- დინამო (თბ) - 5.15 მლნ ევრო
- ტორპედო - 4.9
- საბურთალო - 4.55
- ლოკომოტივი - 4.15
- დილა - 3.45
- რუსთავი - 3.15
- ჩიხურა - 2.95
- სამტრედია - 2.83
- სიონი - 2.58
- კოლხეთი - 2.43
ეროვნული ლიგის TOP 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება:
- ოთარ კიტეიშვილი (დინამო თ.) - 800 000 ევრო
- ბექა მიქელთაძე (რუსთავი) - 500 000
- ბაქარ ქარდავა (დინამო თ.) - 475 000
- ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თ.) - 450 000
- ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) - 450 000
რამდენია კვირკველიას ხელფასი "ლოკომოტივში" - საბა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში
თუ მოხდა სასწაული და მოვიგეთ ამხანაგური ყველაფერს თავისთავზე იბრალებს, თუ წავაგეთ ყვირის რა ვქნა არ მყავს ფეხბურთელები და გოლს მე ხო არ გავიტანო