მფკ ტატიშვილი ფუტსალის ლიგის ჩემპიონია!!!

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის გამარჯვებული მფკ ტატიშვილი გახდა!

„მედიკოსებმა“, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასხლეში გამართულ, ფინალური სერიის მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში 4:0 დაამარცხეს კოლხი გულრიფში და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლნენ.

მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გიორგი სილაგავამ გახსნა, პირველივე ტაიმში „მედიკოსების“ მეკარემ, თორნიკე ბუკიამ ულამაზესი დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში. შეხვედრის მიწურულს, მანვე დუბლი გაიფორმა. მატჩის და სეზონის ბოლო გოლი კი გიორგი ქურდაძემ გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე,
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 33 გატანილი გოლით, გიორგი სილაგავა გახდა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ კი „მედიკოსების“ კარის დარაჯი, თორნიკე ბუკია დასახელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული