ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე მოლდოვური "შერიფი" გახდა.

"შერიფი" - მოლდოვის ქალაქ ტირასპოლის გუნდია. ის ადგილობრივ პირველობაზე ჩემპიონი გახდა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 10.40 მილიონ ევროს შეადგენს.

პირველი მატჩები 10/11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 17/18 ივლისს. "ტორპედო" პირველ შეხვედრას შინ გამართავს.

altკახა ჩხეტიანი: ერთი სიტყვით, "შერიფი" რთული მეტოქეა!

altვის შეხვდებიან ქართველი ლეგიონერების კლუბები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე

მკითხველის კომენტარები / 15 /
თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს, უნდა გავცდეთ, თუ არა და რა გვესაქმება ლიგაში. ბოლო ბოლო ჩვენი დონის ქვეყანა მაინც არის.
mamuka
15:24 19-06-2018
4
14 ლეგიონერი ყავს "შერიფს" და ქუთაისს შანსი არ აქვს. ორივეს წააგებს. ჩაჩავა კი ჯგუფურ ეტაპზე გასვლას გვპირდებოდა.
badri
14:40 19-06-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული