Sportall.ge "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა და მეტოქის შეფასება სთხოვა.
"ვიცით, რა გუნდსაც უნდა ვეთამაშოთ. ძლიერი გუნდია, მე-3 ადგილზე არიან საკუთარ ჩემპიონატში და ორი ქართველი ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკესკირი ჰყავთ.
სხვა სავარაუდო მოწინააღმდეგე გუნდებსაც ვსწავლობდით, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი გუნდის გაკეთებაა.
ტრანსფერებთან დაკავშირებით სირთულეები გვაქვს. ჩემპიონატი მიდის და ფეხბურთელებს ვერ ვსინჯავთ, მაგრამ გავძლიერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე.
არ არის "ტობოლი" ისეთი
ყაზახებს ბევრი ლეგიონერი ჰყავთ. ჩვენი სავარაუდო მეტოქეები ვინც იყვნენ, ყველგან ძალიან ბევრი ლეგიონერი თამაშობს, დიდი ბიუჯეტი ჰქონდათ და სულ სხვა დონეზე არიან.
გაძლიერებისას უფრო აქცენტს ქართველ ფეხბურთელებზე ვაკეთებ, რადგან უცხოეთში ბევრგან ჩემპიონატი დამთავრებული არის და ფეხბურთელები ფორმაში არ არიან.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი არ შევირცხვინოთ და ნამდვილად ვაჟკაცურად და ქართულად დავხვდეთ მეტოქეს!
"ტობოლის" ბარიერის დაძლევის შანსი? შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გუნდს გავაკეთებთ და როგორ შევხვდებით თამაშს", - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია