Lelo.ge-ს ექსკლუზივი: ლანჩხუთის "გურია" სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" მორიგ სკანდალში გაეხვა - ფიფადან კლუბში მოსული წერილის თანახმად, 9 ივლისამდე კლუბმა 40 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო იტყობინება, რომ "გურია" დაჯარიმებულია ყოფილი ფეხბურთელის საკომპენსაციო თანხის გადაუხდელობის გამო.

2016 წელს "გურიამ" კონტრაქტი გააფორმა 18 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელ იური ეუგენიო ოლივეირა სილვასთან. ეს ის პერიოდია, როცა გუნდი მთავარ ლიგაში ასპარეზობდა. სიჯნებზე ჩამოყვანილ სხვა ლეგიონერებთან ერთად იყო ოლივეირა სილვაც, რომელიც მაშინდელმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ კლუბში დაიტოვა. მობურთალმა მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა "გურიას" რიგებში და მალევე დატოვა ლანჩხუთი, საიდანაც
იგი თერჯოლის "საპოვნელაში" გადავიდა.

ალბათ, ყველას დაგაინტერესებთ, ფეხბურთელს, რომელმაც მხოლოდ ორი არასრული მატჩი ჩაატარა, 40 ათას ლარი რაში ეკუთვნის? საქმე იმაშია, რომ ფულს მისი გამზრდელი ბრაზილიური კლუბი "ფრიბურგუენსე ატლეტიკო" ითხოვს. "გურიაში" ეს იყო ოლივეირა სილვას პირველი პროფესიონალური კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გამზრდელ კლუბს საკომპენსაციო თანხა ეკუთვნოდა.

ერთადერთი ვარიანტი, რა შემთხვევაშიც ბრაზილიური კლუბი საკომპენსაციო თანხას ვერ მიიღებდა, ანუ "გურია" დაცული იქნებოდა, თუ ჩვენი კლუბის მესვეურები ბრაზილიური კლუბისგან წინასწარ თანხმობას მიიღებდნენ. ეს კი ტრანსფერის განხორციელებამდე უნდა მომხდარიყო.

ახლა კი, ბრაზილიელებმა იჩივლეს და ოლივეირა სილვაზე დახარჯული თანხა იმ "გურიას" მოსთხოვეს, რომელსაც ეს მოთამაშე, ფაქტობრივად, არც გამოუყენებია! ამის მიუხედავად, სამხრეთამერიკელთა პრეტენზია სამართლებრივად გამართულია და შესაბამისად, ფიფამაც საჩივარი დააკმაყოფილა.

ამ 40 ათასი ევროს გარდა, მსოფლიო ფხებურთის მთავარი ორგანო ჩატარებული სასამართლოს ხარჯებს - 5 ათას შვეიცარიულ ფრანკსაც ითხოვს.

განაგრძეთ კითხვა Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ურუშაძე ათეთრებდა ფულს მაგ კლუბით და კარგადაც იხეირა.
სერგო
16:53 27-06-2018
0
აგერ კიდევ ერთი თანხა გაფანტული უაზროდ, როგორ საქმე ვერ უნდა შეისწავლო ბოლომდე სანამ ფეხბურთელს გუნდში დატოვებ? ანდაზა: "რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო"!
უეფა
16:38 27-06-2018
2

სიახლეები პოპულარული