"ტობოლი" "სამტრედიის" სიურპრიზებს უფრთხის

AutoSharing Option
"სამტრედიასთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ "ტობოლმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა, მისმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ნიკიტენკომ კი ქართველ ლეგიონერთან, ნიკა კვეკვესკირთან ერთად პრეს-კონფერენცია ჩაატარა.

ვლადიმირ ნიკიტენკო:"ადვილი თამაში არ იქნება. მეტოქე შევისწავლეთ. კარგი გუნდია, სწრაფი და ტექნიკური. ასე მგონია, "სამტრედია" სიურპრიზს დაგვახვედრებს შემადგენლობისა და თამაშის მხრივ. ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები არიან. პლუსია ის, რომ მათ იციან, როგორ ითამაშონ ქართული გუნდების წინააღმდეგ".

ნიკა კვეკვესკირი:
"ადრე "სამტრედიის" წინააღმდეგ "გაბალას" შემადგენლობაში ვითამაშე. ისე, ამის სურვილი არ მქონდა.
იმედია, კვლავ წარმატებულად ვითამაშებ. მეტოქის მწვრთნელს, გია ცეცაძეს კარგად ვიცნობ და მისი გუნდში მისვლა არ გამხარებია. ის კარგი მწვრთნელია. ფეხი აღარ მტკივა, ყაზახეთის ჩემპიონატზე უკანასკნელ 2 მატჩში მივიღე მონაწილეობა და სათამაშოდ მზად ვარ".

altsports.kz: "ტობოლმა" "სამტრედიის" ბარიერი უპრობლემოდ უნდა გადალახოს

altგია ცეცაძე: წაგებას არ ვაპირებთ. ისე, გერმანიაც არ ფიქრობდა თუ კორეასთან დამარცხდებოდა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული