"სამტრედია" "ტობოლთან" კომპენსირებულ დროში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, რომელიც ფრიად ულამაზო სანახავი გახლდათ, ფორს-მაჟორულ ვითარებაში მყოფი "სამტრედია" "ტობოლთან" ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაშვებული გოლით დამარცხდა.

გადახალისებულმა "სამტრედიამ" თავიდანვე შეუზღუდა სამოქმედო არეალი მეტოქეს, გასაქანი არ მისცა და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა დებიუტში მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. პირველი დარტყმა კი სტუმრებმა 34-ე წუთზე განახორციელეს - კანკავას გოლის გატანა პოგორილიმ არ დაანება.

გაუსაძლის სიცხეში მიმდინარე მატჩში, რამაც თამაშს დაღი დაასვა, მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა თამაშის სურათი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,
"სამტრედიისგან" მეტის მოლოდინი არც არსებობდა. რაც შეეხება ყაზახურ გუნდს, მართალი გითხრათ, მისგან მეტს ველოდით, რადგან წინასასეზონო შეკრებაც გაიარა, ჩემპიონატის 17 ტურიც ჩაატარა, სტაბილური შემადგენლობით ასპარეზობს და "მიხეილ მესხზე" ერთობ უსახურად გამოიყურებოდა.

შესვენების შემდეგ "ტობოლი" უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე დაეუფლა ინიციატივას და 52-ე წუთზე ტურისბეკმა, რომელიც მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და ხელსაც არავინ უშლიდა, მოახერხა და ბურთი კარს ააცილა. მერე მისი უხეიროდ დარტყმული ბურთი გოლკიპერმა აიღო. ამის შემდეგ სტუმრებმა ორჯერ უშედეგოდ სცადეს შორიდან საჯარიმოდან პოგორილის კარის დალაშქვრა, ბოლოს "სამტრედიამ" შეუტია კიდეც და ბოლოს სრულიად ალოგიკური გოლი გაუშვა და წააგო.

alt"ტობოლის" მწვრთნელი: ასეთ დაძაბულ მატჩს არ ველოდით

altგია ცეცაძე: ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული

თბილისი. "მიხეილ მესხი"
სამტრედია - ტობოლი 0:1
გოლი: ფედინი (90+4)

სამტრედია: პოგორილი, გურული, მამასახლისი, გი, მაქაცარაია, ბაჩიაშვილი, ფანცულაია (კუჭუხიძე 72), ჩაჩუა (კერძევაძე 85),

ფატიჩი, გოგიაშვილი, ენდელაძე (ახალაძე 76)

ტობოლი: ნეპოგოდოვი, კასაი, ზულპა, დმიტრიენკო, მიროშნიჩენკო, კანკავა, კვეკვესკირი, ფედინი, ნუსერბაიევი (ზარინბეტოვი 87), ტურისბეკი (მოლდაკარაევი 79), ნურგალიევი
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა შეფასებებს აკეთებთ აღარ გრცხვენიათ? გადმოგიგდიათ აქ ენები და გველებივით სისინებთ ბოღმით გაჟღენთილებო, იმის მაგიერ გაამხნეოთ გუნდები აღარ იცით რა შხამი გადმოანთხიოთ! რეალობიდან გამომდინარე ორივე გუნდმა შეძლებისდაგვარად ითამაშა სამტრედიამ დასანანდ წააგო ბოლო წუთზე, ქუთაისს ცოტა რომ გამართლებოდა მეტი სხვაობითაც შეეძლო მოგება. ჯიგრები ხართ ბიჭებო იბრძოლოეთ ბოლომდე როგორც შეგიძლიათ! დღეს ძალიან უჭირს ფეხბურთს ეს ყველამ ვიცით და უჭირს ქვეყანას და ნუ გვავიწყდება სად ვართ და რის ხარჯზე ითხოვთ უკეთეს შედეგს???
dragonfly
13:22 11-07-2018
0
გუნდი არ გყავთ და სიცხეს რას აბრალებთ? თუმცა მიზეზი ხომ საჭიროა რეალობა რომ გადაფაროს
nini
12:02 11-07-2018
1

სიახლეები პოპულარული