ოთარ კიტეიშვილი: შანსებს 50/50-ზე შევაფასებ

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" "დუნაისკა სტრედასთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის ჩასატარებლად სლოვაკეთში ჩავიდა, შამორინში სასტუმრო X-BIONIC HOTEL- ში დაბინავდა, მოგვიანებით კი "მოლ არენაზე" ივარჯიშა.

გუნდის კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა პრეს-კონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:"ჩვენი მოწინააღმდეგე ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს. პირველ რიგში სივრცეების შეზღუდვას შეეცდებიან. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება საგოლე მომენტების მაქსიმალურად რეალიზებას. შანსებს 50/50-ზე შევაფასებ. კარგი იქნება თუ გოლის გატანას მოვახერხებთ.

თბილისში 35 გრადუსი სიცხე იყო, აქ კი 19 გრადუსია. რა თქმა უნდა, არსებობს ადაპტაციის პრობლემა. თუმცა, სიგრილეში თამაში სჯობია და ყველაფერს გავაკეთებთ
შედეგის მისაღწევად".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩიხურას თამაშსაც არ აჩვენებენ ?
გრაფი
17:44 12-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული