გუნდის კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა პრეს-კონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:"ჩვენი მოწინააღმდეგე ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს. პირველ რიგში სივრცეების შეზღუდვას შეეცდებიან. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება საგოლე მომენტების მაქსიმალურად რეალიზებას. შანსებს 50/50-ზე შევაფასებ. კარგი იქნება თუ გოლის გატანას მოვახერხებთ.
თბილისში 35 გრადუსი სიცხე იყო, აქ კი 19 გრადუსია. რა თქმა უნდა, არსებობს ადაპტაციის პრობლემა. თუმცა, სიგრილეში თამაში სჯობია და ყველაფერს გავაკეთებთ