სოსო ფრუიძე: მსაჯებმა გარკვეულ მომენტებში საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საჩხერის "ჩიხურასა" და იერუსალიმის "ბეითარს" შორის 0:0 დასრულდა. მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე სოსო ფრუიძემ ისაუბრა.

- არ იქნება ჩემგან მართებული მსაჯებზე საუბარი. თუმცა ვფიქრობ, მათ გარკვეულ მომენტებში საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მოგება იყო და დღევანდელ მატჩში თითქმის ყველა რესურსი გამოვიყენეთ, რათა შეტევა გაგვეძლიერებინა.

მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა ფეხბურთელებით - რევაზ ჩიტეიშვილისა და ირაკლი ბუღრიძის თამაშით, რომლებმაც ევროტურნირების საკვალიფიკაციო მატჩში პირველად ითამაშეს და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

"ჩიხურა" არ არის გუნდი, რომელიც მეორე ნომრად თამაშობს, ამიტომ განმეორებით შეხვედრაში, ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება და
გოლების გატანას შევეცდებით.

alt"ჩიხურასა" და "ბეითარის" მატჩი უგოლოდ დასრულდა

alt"ჩიხურასა" და " ბეითარის" ქომაგს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ებრაელი ფანი [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 6 /
დამიჯერეთ ასეთი თამაში ჯობია თავის შერცხვენა შარშანდელის მსგავსად. შარშან 0.65 ქულა მივიღეთ ევროთასებიდან წელს უკვე გვაქვს 2 ქულაზე მეტი. ამიტომ შედეგი მთავარია ვიდრე თამაში ამ შემთხვევაში.
roma
10:58 13-07-2018
0
არავითარი პირადი ამ კაცის მიმართ,პირიქით,პატარა რო ვიყავი მახსოვს ამ კაცის კაი თამაში ქუთაისში და კაი მცველიც იყო,მარა...იგი არ მომწონს რო როგორც მწვრთნელი,სულ დაცვითი თამაშიდან აქ გაკეთებული აქცენტი მის გაწვრთნილ გუნდებს და შედეგზე ჩალიჩობს..კაი დაგემართოს კაია მარა...ი შედეგიც რო არაა მთლათ ნამეტანი გლახა საყურებელია ამფერი თამაში.
qutaisi
01:05 13-07-2018
7

სიახლეები პოპულარული