მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე ბულისკერიას ორჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა. შემდეგ სტუმრებმა თამაში დაალაგეს და კონტრშეტევაზე კიტეიშვილმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ზივზივაძეს, რომელმაც ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის მერე სლოვაკური დიდი ძალებით გადავიდა იერიშზე და მეტოქის ფორვარდის დარტყმული ბურთი ჯერ ბულისკერიამ მოიგერია, შემდეგ კი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.
სამწუხაროდ, "დინამომ" ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლო - გათამაშებული კუთხურისას მეტოქემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ჩვენმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს, ბაიო უმეთვალყურეოდ დატოვეს და მან თავურით საპასუხო გოლი გაიტანა.
"დინამო თბილისის" არჩათვლილი გოლი "დუნიასკა სტრადას" კარში [VIDEO]
აქედან მოყოლებული ქართველი ფეხბურთელები უფრო გაბედულად ამოქმედნენ, აშკარა შეიქნა მეტოქესთან მათი ტექნიკური უპირატესობა, ერთი პირობა ბურთიც დაიჭირეს და გააგორეს. ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო თბილისელთა კაპიტანი კიტეიშვილი გახლდათ, რომელიც შეტევებს უნარიანად წარმართავდა. ერგემლიძის სწრაფი იერიში მისმა მეურვემ წესების დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა საჯარიმო არ დანიშნა. საერთოდაც, რეფერი ყველა საკამათო სიტუაციაში მასპინძელთა სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას.
კახა კაჭარავა: გამარჯვების გოლი ვერ გავიტანეთ და ყველაფერი თბილისში გადაწყდება
დრო გადიოდა, "დუნაისკა სტრედა" უპირატესობას ვეღარ ფლობდა, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, ბოლოს ვაწაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა და - 1:1.
რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: პირველი ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, მეორე ტაიმში "დინამომ" სასტარტო მღელვარება, რაც გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობით და გამოუცდელობით იყო განპირობებული, გადალახა, უკეთ ითამაშა და იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი შეხვედრა თბილისში გაიმართება, შემდეგ ეტაპზე გასვლა თავისუფლად შეუძლია.
სლოვაკები გაცუდებულ მომენტებს მისტირიან და ოპტიმისტობენ
გოლები: 0:1 ზივზივაძე (15), 1:1 ბაიო (30)
დუნაისკა: მაცეი, ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი, კოსტნა, ჰერცი, ლიუბიჩიჩი, ვიდა (ტრეტიაკოვი 67), სიმჩაკი (კალმარი 46), ბაიო, პაჩინდა (დივკოვიჩი 79)
დინამო: ბულისკერია, ხარაბაძე, ლოჩოშვილი, კობოური, რუხაია, ნინუა, ივანისენია, ივანიშვილი (ერგემლიძე 46), კიტეიშვილი, შულაია (ქარდავა 81), ზივზივაძე (ვაწაძე 73)
პ.ს. კიტეიშვილის თამაშს რომ ვუყურებ,თუნდაც ესპანეთის მეორე ლიგისათვის მეცოდება,ეს მისთვის ერთი წლის დაკარგვა მგონია.ვფიქრონბ ფიზიკურად თითქმის,ტექნიკურად კი მთლიანად მზადაა ლა ლიგაში სათამაშოდ და მენტალურადაც შორს არ უნდა იყოს მისგან.
ასეთი არაორგანიზებული თამაში დაცვაში და ამდენი შეცდომა ბურთის ამოტანისას არ შეიძლება უფრო მაღალი კლასის გუნდი,რომ ყოფილიყოო ერთი 3 ბურთს გაგვიტანდნენ სტრედამ ბევრი მომენტი გაგვიკეთაა საბედნიეროდ ვერ გამოიყენეს.
ძალიან ნიჭიერი მონდომებული და მებრძოლი ბიჭები ჰყავს დინამოს,მაგრამ სამწუხაროდ ზედმეტად ახალგაზრდები არიან და აკლიათ გამოცდილებაა, ორგანიზება და ფსიქოლოგიური მზადყოფნა მარტო მეკარემ 2 ისეთი შეცდომა დაუშვა,რომ ბეწვზე გადარჩა გუნდი, ასეთი დონის ტურნირზე გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე მარტო ახალგაზრდებით წინსვლაა ძალიან გაუჭირდება დინამოს.