შერიფი VS ტორპედო - სწრაფი გოლი და ტაქტიკური გამჭრიახობა!

AutoSharing Option
დღეს, 18 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში, ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "შერიფი" ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას მოლდოვური კომპანია "ტვს" წარმოადგენს, ამ არხის სტრიმს კი მითითებულ დროს Sportall.ge-ზეც შემოგთავაზებთ.

ტირასპოლში იმერლებს ნამდვილი ომი ელით. ადგილობრივი ფანები და "შერიფის" ძვირად ღირებული ლეგიონერები შეეცდებიან, "ტორპედოს" ჯოჯოხეთი მოუწყონ.

თუმცა, იმედია, "ტორპედო" პირიქით, იქით მოახვევს მეტოქეს საკუთარ თამაშს, ხოლო კახა ჩხეტიანი კიდევ ერთხელ გაგვახარებს ტაქტიკური გამჭრიახობით.

ქუთაისელებმა თადარიგი დაიჭირეს და ტირასპოლში არა ერთი დღით ადრე, არამედ ოთხი
დღით ადრე ჩავიდნენ და სამი ვარჯიშის გამართვაც მოასწრეს. კახა ჩხეტიანმა აღნიშნა კიდეც პრესკონფერენციაზე, რომ ეს აკლიმატიზაციისა და გარემოსთან შეჩვევისთვის გააკეთა.

altკახა ჩხეტიანი: მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ

ქუთათურების მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე გრიგოლ დოლიძის არყოფნაა. გუნდი ისედაც მოიკოჭლებდა შემტევ ფაზაში და ერთ-ერთი ლიდერის დანაკლისი ნამდვილად ცუდი ამბავია. მის პოზიციაზე, დიდი ალბათობით, არფანგ დაფე დადგება, თუმცა კახა ჩხეტიანისაგან სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ და არ გამოვრიცხოთ, სხვა ვარიანტიც შემოგვთავაზოს.


alt"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]

მოსალოდნელია, რომ წინა შეხვედრის გმირს, გიორგი ქიმაძეს მაქსიმალურად შეუზღუდავენ სივრცეებს და ამ დროს ლევან კუტალიას აქტიურობა არის საჭირო. ამავდროულად, მოსამატებელია დაცვის ხაზში. "ტორპედოს" ახლა, როგორც არასდროს, საუკეთესო ფორმაში მყოფი ლევან გეგეჭკორი, ლაზარ მარინი და თუნდაც მარეკ გლინკა სჭირდება. საპასუხო შეხვედრაში ამ ფეხბურთელებს მეტი სამუშაო ექნებათ.

ბადიბანგა და მეტოქე
კარგი ამბავია, რომ "შერიფი" საუკეთესო ბომბარდირმა ვიტალიე დამასკანმა დატოვა. მართალია, დამასკანს პირველ მატჩში არ უთამაშია, მაგრამ მეტოქის რიგებში ასეთი დონის ფორვარდის არყოფნა მაინც სასიხარულოა.

 

altტირასპოლის "შერიფის" ბომბარდირი "ტორპედოსთან" მატჩამდე "ტორინოში" გადავიდა

აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არცერთი მოლდოველი არ ყოფილა და მხოლოდ შეცვლაზე ალექსანდრე ბოიჩუჩი შევიდა, რომელიც 78-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

მოლდოველი არ არის, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბელგიელ-კონგოელმა ზიგუი ბადიბანგამ წინა შეხვედრაში მარჯვენა ფლანგიც აიკლო და არც სხვა პოზიციები არ დაუტოვებია გაუვლელი. მას პერსონალური დაცვა სჭირდება, რადგან რთულია გაიგო, სად რას იზამს.

რაც შეეხება დანარჩენ შემტევებს, "ტორპედოს" დაცვითმა ხაზმა მეტ-ნაკლებად შეაჩერა. ალჰაჯი კამარას, რიფეთ კაპიჩსაც და გერსონ როდრიგესსაც მაქსიმალურად ზღუდავდა კობახიძე -აზაცკის წყვილი.

ევროპა ლიგის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის მოწყურებული "შერიფისთვის" წაგება და მით უმეტეს, ფრე კატასტროფის ტოლფასი იქნება. ამაზე "შერიფის" კაპიტანმა მეტეო სუშიჩმაც ისაუბრა, რომ მათ ბავშვური შეცდომები დაუშვეს და ამჯერად გაცილებით მეტი კონცენტრაცია მართებთ.


alt"შერიფის" კაპიტანი მატეო სუშიჩი: უნდა ვაჩვენოთ, რომ ქუთაისში შემთხვევით დავმარცხდით. გავიმარჯვებთ

წინა შეხვედრაში გამოჩნდა რასაც წარმოადგენს "შერიფის" მეკარე. ალბათ, კარგი იქნება გაცილებით მეტი შორეული დარტყმა. ჩემი გადმოსახედიდან, ტირასპოლელებისთვის ზვონომირ მიკულიჩი აქილევსის ქუსლია და მისგან სასწაულ "სეივებს" არ უნდა ველოდოთ.

რას ველით?
"ავტობუსს" არ ველით, ამაზე პრესკონფერენციაზე კახა ჩხეტიანმა პირდაპირ თქვა და მართალია კიდეც, თავქუდმოგლეჯილი დაცვაში ჩადგომა შეიძლება გაცილებით უარესი გამოდგეს, ვიდრე გახსნილი შეხვედრა და საკუთარი მომენტების შექმნა-გამოყენება.

შეთამაშების მხრივ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება გუნდში, ფეხბურთელები გარკვეულწილად გაიცნობდნენ ერთმანეთის სტილს. რა თქმა უნდა, იდეალური ამბავი იქნება მატჩის დასაწყისშივე გოლის გატანა, რაც "ტორპედოს" მეტად დააზღვევს და საგრძნობ უპირატესობას მისცემს.

 

"შერიფთან" საპასუხო მატჩს დანიელები განსჯიან
"შერიფისა" და "ტორპედოს" საპასუხო მატჩს დანიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი პიტერ კიარსგაარდი იქნება. მას ასისტენტობას კრისტიან ბრიქსენი, დენის რასმუსენი და იურგენ დაუგბიერგი გაუწევენ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
კი, ასე დამთავრდა ზუსტად, როგორც სათაურში წერია. ..
ალეკო
18 ივლისი 2018 22:58
0
ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მარა მეგონი არანაირი შანსი არ გვაქ.
Kkk
18 ივლისი 2018 19:29
1
რის ხარჯზე ფრე, ჰაა??? ფრე არა ნიახური
ვასილიჩი
18 ივლისი 2018 18:19
3
დაცვას მიხედეთ ბიძია დაცვას. წინ ღმერთი მოგცემთ შანსს, მითუმეტეს მაგათი დაცვა დიდი არაფერია. ამიტომ ჩაკეტეთ ფლანგები და ცენტრში სამი კაცი. არ იუხეშოთ, თორემ ჯარიმას და მითუმეტეს პენალტს უეჭველი დაგვიდებენ. კუთხურსაც ერიდეთ. ბურთი წინ მოიგერიათ და ეცადეთ მოედანში ჩატოვოთ, ასე დროსაც იგებთ და ისინიც წინ და უკან ირბენენ.
ღმერთი თქვენსკენ. აქ თუ გაძვერით შემდეგი ტური უფრო ადვილია.
ჰაჰა
18 ივლისი 2018 18:18
1
მითვისებული და საკუთარ თავზე
მორგებული კონცეფცია არ მუშაობს
და არც იმუშავებს, გამორიცხულია.
მაინც ბლოკავთ კომენტატებს
წერასაც აზრი არა აქვს.
ვეტერანი
18 ივლისი 2018 18:07
1
დავაი ტორპედო, მთელი საქართველო თქვენსკენ არის ბიჭებო, გაგვახარეთ, თბილისი თქვენთან არის ყველა კომენტარს ნუ კიაქცევთ ყურადღებას თბილისელიც წერს ცუდს და ქუთაისელიც მთავარია ქართველები ვართ და უნდა გვიხაროდეს ერთმანეთის წარმატება, დავაი ტორპედო!!!
tbiliski
18 ივლისი 2018 17:56
1
მოუთმენლად ველოდები თამაშს იმედი მაქვს ფრეს მაინც მივაღწევთ და გავალთ შემდეგ ეტაპზე! ძალიან ბევრი რამე დევს სასწორზე .პირვეკი ეს არის ტორპედოს განვითარება რომ ხალხმა დაინახოს რა ფულიც დახარჯა ტორპედომ წყალში გადაყრილი არ გამოდგეს. რაც შეეხება ქვეყნის კოეფიციენტებს ჰაერივით გვჭირდება დადებითი შედეგები.
Giorgi
18 ივლისი 2018 17:47
1
Samsuxaroa magram gagvanadgureben.bihebi mecodeba tore fed e racia da gundis ufrosoba fuls fxikavs.
B
18 ივლისი 2018 16:56
2
Torpedos carmatebebi,magram chxetianma ra taktikuri surprizebi unda shemogtavazos?!sasaciloa...
Gia
18 ივლისი 2018 16:20
5
პირველ არხზე იქნება ტორპედოს თამაში?
მესი
18 ივლისი 2018 16:19
2
პირვეი არხის ადვოკატი არა ვარ მაგრამ აქ რომ წერენ , მინდა ვუპასუხო (სამართლიანობისთვის) "დინამოს"თამაშიც არ უჩვენებიათ წინაზე და რატომ წერ ასეთ რამეს ქუთაისელო? ოღონდ თბილისს უკბინო და\ სულერთია რას დაწერ და დააბრალებ არაა?
ვასილიჩი
18 ივლისი 2018 18:27
2
მალადეც პირველი არხი დინამო რომ იყოს ხომ უჩვენებდით ყოჩაღ
zzz
18 ივლისი 2018 17:00
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული