წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე მოკლედ ილაპარაკა გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ:
"ჩვენ ფაქტიურად ახალი გუნდი გვყავს, 10 დღეა რაც შეიკრიბა. ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელია. დიდი ცვლილებებია. უფრო იძულებითი. მინიმუმ კარგ თამაშს ველოდებით და ვეცდებით, საჩვენოდ დავასრულოთ შეხვედრა".
რაც შეეხება "ტობოლს", 14 ივლისს ყაზახეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში სტუმრად "კაისარს" დაუზავდა და 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
შეგახსენებთ, პირველი მატჩი "სამტრედიამ" თბილისში 0:1
ხვალ თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. იმასაც გეტყვით, რომ კოსტანაიში ამ წუთისთვის ტემპერატურა 26 გრადუსია.