კახა ჩხეტიანი: არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში "შერიფთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა - პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები ჩემ მიერ იქნა დაშვებული.

თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს...

ვულოცავ "შერიფს"
ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპალიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.

მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა..."

alt"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა- ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა

მკითხველის კომენტარები / 27 /
მერამდენედ უნდა დავწეროთ, აღვნიშნოთ, მოგიწოდოთ, კულტურულად გლანძღოთ... არ არის ფეხბურთი თქვენი საქმე, სულ ტყუილად გიხდიან ფულს ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც, ბურთის გაჩერება მაინც არ უნდა იცოდეთ? რამდენი რამე შეიძლება ჩამოგითვალოთ. მარცხვენალები ხართ, პრეტენზია კი იცოცხლე გაგაჩნიათ, ალბათ თავზე ბუზს არ ისვავთ და ვარსკვლავებს უტოლებთ თავს. ვ ა ი თ ქ ვ ე ნ ს პ ა ტ რ ო ნ ს !!! და ვუი ჩვენს პატრონს თქვენ რო გქომაგობთ!!! შეგრცხვეთ რაააა...
გიორგი
19 ივლისი 2018 11:20
0
პასუხისმგებლობის აღება რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა...

მაგარი დაამუღამა ყველამ - შახტაში ხალხი დაიღუპება და ვერ დაასწრებ "პასუხისმგებლობის აღებას თუ პირად კონტროლზე აყვანას" მთავრობის წევრებს თუ დეპუტატებს, სპორტში ჩავისვარეთ და აქაც ერთმანეთს ასწრებს ყველა, მოთამაშე-მწვრთნელიანად პასუხისმგებლობის აღებას. აიღებენ და ყველას გულზე მოეშვება. სულ ეს არის....
გიორგი
19 ივლისი 2018 11:18
1
ვაი თქვენს პატრონს
ვითომ სპორტსმენებო
19 ივლისი 2018 10:48
1
ვითომ გულშემატკივარო
oeee
19 ივლისი 2018 11:04
2
წადით კახა(და სხვებიც,რათქმაუნდა) ბიძიკო სახლში,არაა ფეხბურთი თქვენი საქმე,აბა პასუხისმგებლობის თავზე აღებას რას ეძახით თქვენ?????
Tazo
19 ივლისი 2018 10:17
3
ასე როგორ გამოშტერდნენ ეს ისედაც ვაი მწვრთნელები!თავს რას იმართლებ, რომც მოგეგო ეს მატჩი,კმაყოფილი იქნებოდი? შემთხვევით მოგებაა ყველაზე ცუდი, პირველ ყოვლისა კარგი თამაშია აუცილებელი. ცხვრის შეწირვა დაგავიწყდათ, როგორც ჩანს!
zurab
19 ივლისი 2018 10:02
1
ვინც თამაშს უყურა დამეთანხმება რო ტორპედოს არც უფიქრია გოლის გასატანად რამის გაკეთება ...საერთოდ მგონია წინასწარ იცოდნენ რომ არ უნდა გასულიყვნენ შემდეგ ეტაპზე...ორივე გუნდი იდგა და 3-0 წააგეს ...გულის ამრევია ეს ფეხბურთი არარის...უბრალოდ სხვა სამსახური არ ააქვთ და ფეხბურთიდან იღებენ ხელფასს ...:(
ოთო
19 ივლისი 2018 09:40
0
წაგებაცაა და წაგებაც ასე საცოდავი როგორ უნდა იყო საერთოდ სპორცმენი. უჟილკო, წინასწარ ქონდათ გაპარული
a
19 ივლისი 2018 09:08
0
Kaxa,kargia torpedos mcvrtneloba da 9 ojaxs rom ekofa imdeni xelfasi?!magram vai mepatrone rom gkavs,da vai xalxis mxardacherit sargeblob da atasi xlartit dgaxar mag adgilas,tu mase araa ra ginda shen mand?neimarma da ufro adre dzubam unai emirs "treinerishka"ucodes..unai emri tu"treinerishkaa"shen vinga xar mashin saertod?!
Zaza
19 ივლისი 2018 05:19
1
ამ შედეგისთვის დაგლიჯეთ დინამოს სტადიონზე სკამები? ქუთაისში მწვანილი მოდის კარგად და სტადიონის მინდვრები ამისთვის მაინც გამოიყენეთ.
თბილისელი
19 ივლისი 2018 05:06
6
დინამოს სტადიონზეც კაი მწვანილი ამოვა.
g.g.
19 ივლისი 2018 11:08
5
ვიღაც ლეგიონერები რომლებიც თავის ქვეყანასაც არც კი წარმოადგენდნენ როგორ იყვნენ შეკრული და როგორ იმუხტებოდნენ "ერთმანეთით"!!(ალბათ დაინახეთ ეს კადრი სანამ თამაში დაიწყებოდა რა შემართებით საუბრობდნენ შეკრულნი რომ იყვნენ) რამდენი მაგალითი შეიძლება მოიყვანო და თქვენც კარგად იცით არც ფინანსების მქონე არც ლეგიონერებით გატენილი არც დიდი ბიუჯეტით გუნდები, რომლებიც გავიდნენ ევროპალიგაზე მაინც!!! ისლანდიელმა სტომატოლოგმა მწვრთნელმა რამდენს მიაღწია.... თუნდაც ავიღოთ დანდალკი ჩრდილო ირლანდიური (მოყვარული) კლუბი რომელიც ევროპალიგაზე გავიდა!!! რომ კითხო ერს ყველაზე დიდი გული ჩვენ გვაქვს.... გამოჩნდა რაც გვაქვს ყოველ ნაბიჯში ვამტკიცებთ რაც გვაქვს! და დავიჯერო ყველა ფეხბურთზე შეიკრიბეთ ასეთი უგულოები?!
არა
19 ივლისი 2018 02:15
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული