კახა ჩხეტიანი: არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში "შერიფთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა - პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები ჩემ მიერ იქნა დაშვებული.

თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს...

ვულოცავ "შერიფს"
ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპალიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.

მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა..."

alt"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა- ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა

მკითხველის კომენტარები / 27 /
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება თუ იცი რას ნიშნსავს? გადადგომას ნიშნავს ,
გ ა დ ა დ გ ო მ ა ს!!!! შარშან შეგვარცხვინე,წელს შეგვარცხვინე.ალბათ ეხლა ფერარებიც გამოგვაგდებენ ერთ კვირაში,მომდევნო თამშში და შენ მასე გინდა გააგრძელო ძახილი პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებოო???? წადი ბატონო,დაგვანებე თავი.თუ უმუშევარი ყოფნა არ გინდა წადით რეგიონალურ ლიგაში,იქ არის თქვენი შესაფერისი დონე.ანაც ეზოს ფეხბურთელთა გუნდი ავარჯიშეთ. წ ა დ ი თ! წ ა დ ი თ!
mamulo
19 ივლისი 2018 12:24
3
ნამდვილად არ დაგეთანხმები, იმიტომ რომ ჩხეტიანის ბრალი არაა. ეს ყველაფერი ჩაჩავაა, რომ დააბოლა ჩინელები და კიდევ საკითხავია როგორ მოიგეს ქუთაისში.....
gaga
19 ივლისი 2018 19:15
4
ასეთი უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალური და არაფრისმთქმელი განცხადება ცხოვრებაში არ მსმენია. ბებიაჩემს რო ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდაო დაახლოებით ამ დონის განცხადებაა. ეგრე არავინ არ იცის რა მოხდებოდა კრისტიანო რონალდო და ლეო მესი რო გვეყიდა. სწორედ ეგაა უკლასობა ესეთ მატჩში მეკარესტან პირისპირ რო გადიხარ და გოლს ვერ იტან. ძლივს დალასლასებდნენ ფეხბურთელები მოედანზე და ეს კიდევ ერთ მომენტს მისტირის. პასუხისმეგბლობის აღება რაში გამოიხატება? ბანკომატთან მისვლაში და ხელფასის აღებაში ხო არა? სხვა პასუხისმგებლობა მე ვერ დავინახე და. ასეთ გუნდთან ასეთი წაგებული თამაშის მერე მარტო შენ კი არ უნდა გადადგე ფეხბურთელებიც თან უნდა გაიყოლო მოუსავლეთში.
dadu
19 ივლისი 2018 11:57
0
არც ნამუსი აქვთ არც ჯიგარი და საერთოდ რა ...
ზურა
19 ივლისი 2018 11:49
0
ასე როგორ გამოშტერდნენ ეს ისედაც ვაი მწვრთნელები!თავს რას იმართლებ, რომც მოგეგო ეს მატჩი,კმაყოფილი იქნებოდი? შემთხვევით მოგებაა ყველაზე ცუდი, პირველ ყოვლისა კარგი თამაშია აუცილებელი. ცხვრის შეწირვა დაგავიწყდათ, როგორც ჩანს!
zurab
19 ივლისი 2018 10:02
1
აგერ შეხვდათ თავისი დონის ვიკინგური და ვნახოთ საბოლოოდ თავზე ლაფს თუ გადაისხამენ.)))
dato
19 ივლისი 2018 12:41
2
რაც მოუვიდა ტორპედოს არის კლუბის ბრალი ჯერ ერთი ასეთი შანსი ლიგაზე თამაშის შეიძლება მეორედ წლები აღარ მიეცეს გუნდს მერე მეორე გუნდს მოსამზადებლად ქონდა მთელი 8 თვე და იმის მაგივრად რომ გაძლიერებულიყო პირიქით დასუსტდაა და რა თამაშსაც აჩვენებდა ჩემპიონატში ამას ეგეც ამტკიცებს და ლიგამდე 2 კვირით ადრე რამდენიმე ფეხბურთელის დამატებით ლიგაზე ჯერ არცერთი გუნდი არ გასულა აბსოლიტურად ლოგიკური შედეგი დადგა.
giorgi
19 ივლისი 2018 11:41
0
მერამდენედ უნდა დავწეროთ, აღვნიშნოთ, მოგიწოდოთ, კულტურულად გლანძღოთ... არ არის ფეხბურთი თქვენი საქმე, სულ ტყუილად გიხდიან ფულს ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც, ბურთის გაჩერება მაინც არ უნდა იცოდეთ? რამდენი რამე შეიძლება ჩამოგითვალოთ. მარცხვენალები ხართ, პრეტენზია კი იცოცხლე გაგაჩნიათ, ალბათ თავზე ბუზს არ ისვავთ და ვარსკვლავებს უტოლებთ თავს. ვ ა ი თ ქ ვ ე ნ ს პ ა ტ რ ო ნ ს !!! და ვუი ჩვენს პატრონს თქვენ რო გქომაგობთ!!! შეგრცხვეთ რაააა...
გიორგი
19 ივლისი 2018 11:20
0
Au!!albatobit vsjelobt?!..shedegit ixemdzgvanelet..me tkven didi xania tvaltmakcoba shegnishnet...
Gia
19 ივლისი 2018 02:07
1
პასუხისმგებლობის აღება რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა...

მაგარი დაამუღამა ყველამ - შახტაში ხალხი დაიღუპება და ვერ დაასწრებ "პასუხისმგებლობის აღებას თუ პირად კონტროლზე აყვანას" მთავრობის წევრებს თუ დეპუტატებს, სპორტში ჩავისვარეთ და აქაც ერთმანეთს ასწრებს ყველა, მოთამაშე-მწვრთნელიანად პასუხისმგებლობის აღებას. აიღებენ და ყველას გულზე მოეშვება. სულ ეს არის....
გიორგი
19 ივლისი 2018 11:18
1
საქმეც ეგაა, რომ არც დინამოს და არც ტორპედოს არ გყავთ გოლის გამტანი, ეს ისეა ნათქვამი ბებიაჩემს, რომ ყვ...ბი ჰქონიყო პაპაჩემი იქნებოდაო. არამი იყოს თქვენზე ჩემი ხელფასიდან საშემოსავლოს სახით დაკავებული და თქვენს ხელფასებში გაცემული ფული, სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს ფეხბურთს ეს მილიონები ჯობია გაჭირვებულებს მოახმაროს.
ლევანი
20 ივლისი 2018 15:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული