კახა ჩხეტიანი: არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში "შერიფთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა - პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები ჩემ მიერ იქნა დაშვებული.

თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს...

ვულოცავ "შერიფს"
ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპალიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.

მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა..."

alt"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა- ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა

მკითხველის კომენტარები / 27 /
Au!!albatobit vsjelobt?!..shedegit ixemdzgvanelet..me tkven didi xania tvaltmakcoba shegnishnet...
Gia
19 ივლისი 2018 02:07
1
სად იშოვეთ ეს მარცხენა მცველი ან თუგინდა მარჯვენა შენ ძმაო ფეხბურთელების შერჩევა გცოდნია ნუ იტყვი.არაფერი გუნდი არ იყო მაგი პირადად მწვრთნელის წაგებულია ეგ თამაში ბიჭები მეცოდება თავის გამოჩენის შანსი დაკარგეს.
cheroeli
19 ივლისი 2018 01:40
3
ჩაჩავას ბრალია. მან მოიყვანა ეს ლეგიონერები
gaga
19 ივლისი 2018 19:30
0
რას ამბობ მადრიდის რეალის სკაუტები იყვნენ ჩასული ტორპედოს რამდენიმე ფეხბურთელი მოგვწონსო . ამათმა მოედანზე კოტრიალის და მსაჯთან ლაპარაკის მეტი არაფერი იციან
გიორგი
19 ივლისი 2018 09:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული