მარკო როსი: თბილისში რა თქმა უნდა, გამარჯვებას შევეცდებით

AutoSharing Option
დღეს თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში "დუნაისკა სტრედას" მასპინძლობს. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა მარკო როსიმ პრეს-კონფერენციაზე წინა და დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

"პირველ შეხვედრაში გოლის გასატანად 95 წუთი გვქონდა და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. თბილისში რა თქმა უნდა, გამარჯვებას შევეცდებით, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, გოლს დასაწყისში გავიტანთ თუ დასასრულს. ისე, ჯობია ბოლოს გავიტანოთ, რათა მეტოქეს საპასუხო ბურთის გასატანად დრო არ დარჩეს.

ფსიქოლოგიურად კარგად ვართ მომზადებული, ეს ერთი კვირა კარგად გამოვიყენეთ. პირველ მატჩში 60 წუთი
ვითამაშეთ კონცენტრირებულად, ახლა 90 წუთი უნდა ვიყოთ მობილიზებულნი. "დინამო" ტრადიციული გუნდია, ამჟამად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ისინი კარგად თამაშობენ.

ჩვენი პანამელი ლეგიონერი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და ძალიან დაღლილი არ უნდა იყოს. გადავწყვეტ სასტარტოში დავაყენო თუ შეცვლაზე შევუშვა. გუნდთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი გავლილი არა აქვს.

ეს ამ გუნდში ჩემი ბოლო მატჩია და ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მწვრთნელისთვის, თუ როგორ მდგომარეობაში მყოფ გუნდს ჩაიბარებს. შეხვედრა ფეხბურთელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მე მივდივარ, ისინი კი რჩებიან. რაც "დუნაისკაში" ვმუშაობდი, თავი არასოდეს დამიზოგავს და მუდამ ბოლომდე ვიხარჯებოდი".

როგორც გაუწყეთ, როსი უნგრეთის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

altმოდი "დინამოზე" - "დინამო" "დუნაისკა სტრედას" ხვდება [VIDEO]

altთბილისში რევანშისთვის ერთად მივემგზავრებით - "დუნაისკა სტრედა" ფანებს ეპატიჟება

მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ თქვენ თამაშის ბოლოს გოლს გაიტანთ, მანამ ცენტრიდან 3 ჯერ მოგიწევთ დაწყება. ასე რომ 3-1 თუ გაწყობთ, პაჟალუსტა :))
grisha
11:20 19-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული