თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
პირველი გოლის შემთხვევაში მბაიო ძალიან მაღლა ახტა,მაგრამ მეორე გოლის დროს,მცველებს უნდა მოეგერიებინათ ბურთი,მბაიოს წინ ჩვენი 5 ნომერი იდგა და არც ბურთი მიდიოდა მაღალი ტრაექტორიით.გეთანხმებით,დაცვა და მეკარე ვერ იყო მთლად დამაჯერებელი.აშკარად იგრძნობოდა ნერვიულობა და ის ბავშვური შეცდომებიც იქიდან იყო,ბოლოს კი გოლები უკვე დაღლილობის ბრალი მგონია,საღად ვეღარ აზროვნებდნენ.კუნთების სპაზმი დაღლილობის უტყუარი ნიშანია და ბოლო 15 წუთი რამდენ დინამოელს გაეჭიმა კუნთები,კი ვნახეთ.ისე ჩაკვეტაძეც რომ დინამოში ყოფილიყო,ამ გუნდს, ძვლებიანად შევხრავდით. ბევრი აქ გამომსვლელისაგან განსხვავებით,დინამოელებზე სასაყვედუროდ ენა არ მომიბრუნდება,ორივე თამაში იბრძოლეს და დაცვაში არ ჩამსხდარან,მომენტებიც შექმნეს და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ,სულ სხვა შედეგი იქნებოდა.საწყენია რომ გამოვვარდით,მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭებმა დიდი გამოცდილებაც მიიღეს და კლასში ნამდვილად არ დაუთმიათ სლოვაკებისათვის,უფრო ფიზიკურად ვერ გავუძელით.ეს არცაა საკვირველი,საქართველოში ხომ არც ერთი გუნდი არ თამაშობს ისეთ ტემპში,როგორითაც სლოვაკური კლუბი თამაშობდა.თუ მოხდა და დინამო საკულაოდაც ისევ ამ გუნდს შეხვდა და თან შემადგენლობაც შეინარჩუნა,ღრმად მწამს,დინამო მას გამოაგდებს.
სოსო
20 ივლისი 2018 10:01
5
რომან ფიფიას:
მე არ მინდა უმადურობაში ჩამეთვალოს და სამართლიანობისთვის მინდა ავღნიშნო რომ დინამოს აკადემია არის საუკეთესო არამარტო საქართველოში და ეს რომან ფიფიას დამსახურებაა, მაგრამ................
1) რატომ დაშალა 2011 წელს დინამო და რატომ გაუშვა დინამოდან კვალიფიციური ესპანელი ლეგიონერები და მწვრთნელი, რომელმაც 3 ეტაპი იოლად გადალახა ფლეიოფშიც ახლოს იყო მიზანთან?
2) რატომ გადააკეთა ეს გუნდი ბავშვთა გუნდად, რომელმიც 2012 წლიდან დღემდე არცხვენს ქართულ ფეხბურთს. აზერებთან, ყაზახებთან და სლოვაკების მსგავს გუნდებთან აქვს ჩახდილი.
3) რატომ ვაჭრობს ყოველ 6 თვეში ფეხბურთელებით და რატომ არ აყალიბებს სტაბილურ გუნდს გამოცდილი ფეხბურთელებით?
4) რატომ გადააკეთა საფეხბურთო კლუბი ქარვასლად?

რჩევა: იქონიე სინდისი დარჩით აკადემიის ხელმძღვანელი და მთავარი გუნდი გადაეცი ისეთ ბიზნესმენს რომელიც ფეხბურთის აზრზე იქნება თქვენგან განსხვავებით. დინამოს ბევრჯერ შეურცხვენია ქართული ფეხბურთი მაგრამ ზედიზედ 6 წელი არასდროს.
dato30
20 ივლისი 2018 09:45
0
სტსტიის ავტორს!რატომ არ არქმევთ ყველაფერს თავის სახელს.იმას რომ წერთ დინამომ თამაში გაამწვავაო{5 წუთი},იმას რატომ არ წერთ,რომ 90 წუთი იღლაბუცა მოედანზეო.ვის ან რატომ ერიდებით!დინამომ გუშინ იტინგიცა,იგლახავა,იმასხრა მოედანზე,ესეიგი ფეხბურთის გარდა ყველაფერი გააკეთა.ასეთი ფეხბურთის თამაშს თუ აპირებთ,ჯობია გმირთა მოედანზე ცირკი რომ არის იქ გადაინაცვლოთ და იქ რაც გინდათ ის აკეთეთ!!
chabuka
20 ივლისი 2018 08:59
1
მოკლედ, მთავარი პრობლემა არის ის რომ ესეთი სუსტი და გამოუცდელი გუნდი ევროპა ლიგაზე გადის რაა... გუშინ დინამო იყო უსუსტესი,ბევრი ბავშური შეცდომები ოდნავ ნორმლური გუნდი მაგრად დაგვსჯიდა. ჩემი აზრით წელს დინამოს ამ შემდგენლობით უნდა გაუჭირდეს ევროპა ლიგაზეც მოხვდრა. ის მითი კიდე რომ ბანძ ჩემპიონატი გვაქვს არ შეიძ₾ება კარგი გუნდის გაკეთება ფიფიამ მოატყუეოს ვისაც ატყუებდა აქამდე რა, ააწყო რა ბიჭმა ბიზნესი ბავშვებს უშვებს აკადემიიდან 1 წელი დინამოში და მერე ყიდის ეგრევე....
დინამო
20 ივლისი 2018 08:45
0
ან ამდენ დენს რაში ხარჯავენ, ან ბალახს რატომ აფუჭებენ?
roko
20 ივლისი 2018 08:10
0
არ ინერვიულოთ გულშემატკივრებო.
jorj
20 ივლისი 2018 07:28
0
40 წლის წინ "დინამო" დაფრინავდა, 30 წლის წინ "დინამო" დარბოდა, 20 წლის წინ "დინამო" დადიოდა, 10 წლის წინ "დინამო" იდგა... დღეს "დინამო" წევს!
TanoLife
20 ივლისი 2018 03:24
0
მთავრობაც ზუსტად მასეა. დამეთანხმეთ, არ ატეხოთ ეხლა .............
გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
20 ივლისი 2018 09:47
0
მეკარემ გადახტომა იცის საერთოდ? რატომ იყო გაშეშებული ორივე გოლზე?
???
20 ივლისი 2018 02:54
5
ცხონებულ სერგო კოტრიკაძეს არ ჰგავს?
პენსიონერი.
20 ივლისი 2018 09:52
0
რომანი ბიძია, გეხვეწები, სხვა ბიზნესი აკეთე, ამდნი ხალხი გლანძგავს, ისაო, ესაო და გაანებე თავი,,, დაივიწყე, ვითომ არც არაფერი ყოფილა, უბრალოდ ადექი და წადი...! წინ იარე უკან არ მოიხედო.... გ თ ხოვთ...! / ისე ოქროს თაობა დინამო სადა?? ან ის ვინც დინამოში აიდგა ფეხი? ხო ხედავთ რაც ხდება ? გული როგორ გითმენთ და როგორ ხართ ჩუმად?! მაგრამ ალბათ, უკვე როცა დეპუტატი კაცი ხარ , მერე ალბათ მაგრად ტეხავს ფეხბურთზე ტვინის ღუნვა...
Vasili
20 ივლისი 2018 02:00
0
ფიფიას საყურადღებოთ. თქვენთვის დინამო უბრალოდ ბიზნესია, ჩვენთვის გულშემატკივრებისთვის უფრო მეტი ბევრად მეტი . 3-4 წლით მაინც შეინარჩუნე შემადგენლობა ან თუ მაგის სახსრები არ გაქვს გაყიდე მაინც . ნუთუ ეგეთი ძნელია თქვენთვის გაიგოთ რომ დინამო ქართული ფეხბურთის სახეა ....

დათო რუსთავიდან
20 ივლისი 2018 01:42
0

სიახლეები პოპულარული