კახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და "დუნაისკა სტრედას" მატჩის დასრულების შემდეგ, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- ჩვენ გვქონდა სრული უპირატესობა პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში ნერვიულობა დაიწყეს ბიჭებმა. ჩვენ კარში ჩვენ თვითონ გავიტანეთ გოლები, ბოლო 10 წუთში მცველებმა ითამაშეს ცუდად და ეს გამოუცდელობის ბრალი იყო. ფეხბურთელებმა იბრძოლეს ბოლომდე და მათ ვერ დავადანაშაულებ.

გუნდი დაიღალა და დასვენებული ფეხბურთელები შემოვიყვანე, თუნდაც ვაწაძე, რომელსაც წინ უნდა დაეჭირა ბურთი და ეს იყო იმის მიზეზი, რომ შემტევები შევცვალე.

მეტოქე თამაშობდა გრძელი პასებით და ავტომატურად უნდა გავყოლილიყავით,
პირველ ტაიმში ვახერხებდით განეიტრალებს, თუმცა ბოლოს აღარ გამოვიდა. ეს იყო იმის მიზეზი, რომ გოლის შემდეგ დაცვას დიდ დროს ვუთმობდით.

მეორე ტაიმშიც ჩვეულებრივად უნდა გაგვეგრძელებინა თამაში, მითითება ეს იყო, რომ უპირატესობა არ უნდა დაგვეთმო. მეტოქემ სულ ოთხჯერ დაარტყა და თუ ეს უპირატესობაა, არ ვიცი. ბურთი როცა 35 მეტრიდან მოფრინავს, დამცველებმა უფრო ეფექტურად უნდა ითამაშონ და ეს რომ არ ხდებოდა, გამოუცდელობის ბრალი იყო.

ბიჭებისთვის არაფერი არ მითქვამს, ისინი ძალიან ნერვიულობენ ახლა და საუბარი უარესს შედეგს მოიტანდა. დასვენებულზე დაველაპარაკები და გავაანალიზებთ ამ შეხვედრას.

დასამალი არაფერია, მე არ მიყვარს თავის ქება, ადრე იყო რაღაც ვარიანტები და "დინამოში" დარჩენა გადავწყვიტე. მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

altთბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე

მკითხველის კომენტარები / 36 /
დინამო წინ!
ბარსელონა555
13:31 24-07-2018
0
იცით რა მაინტერესებს? ჩვენ თუ ვხდებით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს, რომ დინამომ პატარა
barcelona555
13:30 24-07-2018
0

სიახლეები პოპულარული