Sportall.ge "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა. ჩვენ მას "შერიფთან" შეხვედრაზე, "ვიკინგურთან" მომავალ დაპირისპირებაზე და კლუბი ორ ახალ ფორვარდზე ვესაუბრეთ.
"შერიფთან" პირველ შეხვედრაში გავიმარჯვეთ და ამიტომ ამ მატჩს დადებითად შევაფასებდი. ამ კლუბის დამარცხება იოლი საქმე არ არის.
მეორე შეხვედრას დადებითად ვერ შევაფასებდი, რადგან წავაგეთ რა მომდევნო ეტაპზე ტირასპოლის გუნდი გავიდა.
"შერიფს" ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენი კლუბში კი ფეხბურთელები დაახლოებით ორი კვირით ადრე მოვიდნენ, კარგი გუნდი
ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოვიყვანეთ, თითქოს მოსამზადებელ ეტაპებს გადიან , რადგან მათ თავიანთი ჩემპიონატები დიდი ხანია დაუმთავრდათ.
რაც შეეხება ევროპის ლიგაზე ჩვენს მომავალ მეტოქე "ვიკინგურს", მათი წინა თამაში ვნახეთ და ეს კლუბი შევისწავლეთ. ვალდებულები ვართ, რომ ეს ეტაპი დავლძლიოთ.
ორი ფორვარდი დავიმატეთ. მილოშ ლაჩნი "ჟილინას" ფეხბურთელი იყო, ვლადიმერ ვაისთან კონსულტაციები გავიარეთ და მასზე მხოლოდ კარგი გვითხრა, ასე რომ გვჯერა გამოგვადგება.
რაც შეეხება სურინამელ გლეოფილო ვლიტერის, უდავოდ ნიჭიერი ბიჭია და თავი მოგვაწონა. სხვანაირად ჩვენთან ვერც მოხვდებოდა.
მას სურინამის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. ღმერთმა ქნას, მას ყველაფერი კარგად წაუვიდეს და გუნდი გააძლიეროს", - აღნიშნა ჩხეტიანმა.