პირველ ეტაპზე მათ ისრაელის კლუბ "ბეითარის" დამარცხება შეძლეს.
Sportall.ge გუნდის მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ თემებზე გაესაუბრა.
"ვიცოდით, რომ "ბეითარი" შეცვლილი იყო და კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს მათი რიგები დატოვილი ჰქონდა.
ისინი იყვნენ შეკრებაზე უნგრეთში, სადაც ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და მე ამ მატჩებზე ვიმყოფებოდი.
გამოვიტანე დასკვნა, რომ ამ გუნდთან თამაში შეიძლებოდა. ამას ვუმეორებდით ჩვენს ფეხბურთელებს და ფსიქოლოგიურად ვამზადებდით.
"ბეითართან" პირველმა მატჩმაც გვანახა, რომ მათთან თამაში შეიძლებოდა. შედეგი
ღმერთის წყალობით, ბიჭების თავდადებითა და ბრძოლისუნარიანობით, გავიმარჯვეთ.
რაც შეეხება "მარიბორთან" დაპირისპირებას, ამ გუნდის გაცნობის პროცესში ვარ და ჩვენისთანა კლუბებისთვის მათთან დაპირისპირება იოლი არ არის.
ორი წლის წინ ვეთამაშეთ მათ ავსტრიაში და მატჩი ფრედ, 1:1 დავასრულეთ. ჯერჯერობით შესწავლილი არ გვყავს მეტოქე, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ, ახლა შესწავლის პროცესში ვართ.
ფეხბურთელის დამატება "მარიბორთან" თამაშამდე? რამდენიმე ქართულ გუნდს ვუთხარით, რომ ეთხოვებინათ მოთამაშეები.
უარი მივიღეთ და მათიც მესმის, რადგან ყველას თავისი პრობლემები და სავარჯიშო ციკლი აქვს. ისე კი ვიტყვი, რომ რომელიმე სახელოვანი ფეხბურთელის მოყვანის შესაძლებლობა არ გვაქვს და ალბათ ესეთი ჩვენთან არც მოვა.
ვფიქრობ, რომ ისევ ჯობია ესეთი შეთამაშებული გუნდი გვყავდეს და ამ შემადგენლობით ვითამაშოთ, ვიდრე ვინმე დავიმატოთ.
"მარიბორის" ბარიერის დაძლევის შანსი? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შესწავლის პროცესში ვართ და ვიცით, რომ ის ევროპის ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თითქმის ყოველთვის გადის.
შესწავლის პროცესს, რომ დავასრულებთ, მერე უფრო ბევრ რამეზე შემეძლება საუბარი", - აღნიშნა ფრუიძემ.
სოსო ფრუიძე: "ბეითარი" ბევრ შეცდომებს უშვებს და მათ გამოყენებას შევეცდებით
სოსო ფრუიძე: მსაჯებმა გარკვეულ მომენტებში საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს
სოსო ფრუიძე: თავი არასდროს შეგვირცხვენია და ჩვენსას გავაკეთებთ, მაგრამ...
ინციდენტი "ჩიხურას" მატჩში და 1 მლნ ზარალი "ბეითარს" - იერუსალიმის კლუბი შოკშია
"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე
რა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]