თსუ-ს ფუტსალის გუნდმა რეიმსის უნივერსიტეტი დაამარცხა

AutoSharing Option
წარმატებით აგრძელებს ევროპის სტუდენტურ თამაშებზე ასპარეზობას თსუ-ს ფუტსალის გუნდი. დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა ტურნირის მეორე შეხვედრაში საკმაოდ ძლიერი მეტოქე - საფრანგეთის შამპან-რეიმსის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს და ჯგუფიდან გასვლის უმთავრესი კანდიდატები გახდნენ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფრანგებს პირველი ტაიმი 1:0 მოუგო. მეორეში ქართველებმა ზეწოლა გააძლიერეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით - 4:1 გაიმარჯვეს. ეს ანგარიში არაფერია თსუ-ელთა გუშიდენ გამარჯვებასთან, როცა ბობოხიძის გუნდმა შვეიცარიული ბერნის უნივერსიტეტი 11:0 გაანადგურა.

ფრანგებთან მოგებულ მატჩში თავი თითო გოლით გამოიჩინეს ნიკოლოზ კუტანიძემ, შალვა კაპანაძემ, ნოდარ ქურცაძემ და გიორგი ჭოხონელიძემ.
ფრანგთაგან 1 გოლით ტომას ლიქუინი გამოირჩა.

2-დან 2 გამარჯვებით თსუ ჯგუფის ლიდერი და პლეი ოფში გასვლის რეალური კანდიდატია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 23 ივლისს, მასსავით დაუმარცხებელ ფინეთის ქალაქ ტამპერეს უნივერისტეტთან, თბილისის დროით 14:30 საათზე გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ხალხი ხართ, წარმატებები!
Nika
04:39 23-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული