კახა ჩხეტიანი: არაერთი მაგალითი ვნახეთ, თუ რა მოაქვს არასერიოზულ დამოკიდებულას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის  "ტორპედო" "ვიკინგურს" დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ მომავალ მატჩზე ქუთაისელთა თავკაცმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- როგორც ყველა მატჩს, ამასაც სრული სერიოზულობით ვეკიდებით. გუნდი ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. ტრავმა მოიშუშა გრიგოლ დოლიძემ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და 18-კაციან განაცხადშიც იქნება. ხვალ მოედანზე გასული "ტორპედო" მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს!

ყველა მეტოქე დაფასებას იმსახურებს. ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ევროპა ლიგაა, ქვეყნის სახე ვართ და ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება, თუ ამ მატჩს ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენებთ. არაერთი მაგალითი ვნახეთ, თუ რა მოაქვს
არასერიოზულ დამოკიდებულას!

რაც სეზონი დაიწყო, სამწუხაროდ ტრავმების გამო მან თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა ისე, როგორც სურს და როგორც შეუძლია. წინა შეხვედრაში ის ცვლილებაზე შემოვიდა და მზადაა ხვალინდელი მატჩისთვისაც. თორნიკე კაპანაძე ის ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ წუთს მზადაა, გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს.

ის, რომ გუნდში ამდენი ტრანსფერი განხორციელდა, გამომდინარეობს იმ შედეგიდან, რომლის მიღწევაც გვსურს. ამ ფეხბურთელებმა "ტორპედოს" წარმატებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ. გარდა ამისა, მათი აქ ყოფნა ჩვენი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. გვინდოდა, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყოლოდა, რადგან წარმატება ყოველთვის იქაა, სადაც კონკურენციაა. დღეს ასეთი გუნდი გვყავს და კარგი ლეგიონერით ადგილობრივი გულშემატკივარიც არ იქნება უკმაყოფილო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დღეს გამოჩნდება თუ რა ტრანსფერები გააკეთეთ. თუ რამეს გინდათ მიაღწიოტ დღეს ისეთი ანგარიში უნდა დააფიქსიროთ განმეორებით შეხვედრას აზრი აღარ ჰქონდეს.
ნიკა
09:41 26-07-2018
0
ხვალ ფრე და გამეორებითში პარიკმახერები იგებენ.
ზურა
23:34 25-07-2018
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული