სიგფრიდურ კლემენტსენი (მწვრთნელი): "პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ქუთაისში ძალიან ცხელა. ჩვენთვის მსგავსი სიცხე უცხოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 12 გრადუსია, აქ კი... მთელი 40 გრადუსი დაგვხვდა!
პირადად მე, საქართველოში მეორედ ვიმყოფები. 1996 წელს ბათუმში ვიყავი, თუმცა მთლად კარგად არ დამამახსოვრდა, რადგან მაშინ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ქუთაისის დათვალიერება ვერ მოვასწარით, დრო არ გვქონდა. ის კი ფაქტია, რომ ძალიან ცხელა (იცინის)!
"ტორპედოს" მატჩები ვნახეთ. ძალიან რთული
ადრიან კაშკავალი (ფეხბურთელი): "მოლდოვის ნაკრებთან ერთად ვიმყოფებოდი საქართველოში და ვიცოდი, როგორი სიცხეც გველოდა აქ. ეს ჩვენთვის მთლად კარგი ვერ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, კარგად ვართ მომზადებულნი და გვინდა, ეს ბარიერი დავძლიოთ".