"ვიკინგურის" მწვრთნელი: 1996 წელს ბათუმში ვიყავი, თუმცა მთლად კარგად არ დამამახსოვრდა

AutoSharing Option
დღეს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" "ვიკინგურს" მასპინძლობს. მოწინააღმდეგემ მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაატარა.

სიგფრიდურ კლემენტსენი (მწვრთნელი): "პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ქუთაისში ძალიან ცხელა. ჩვენთვის მსგავსი სიცხე უცხოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 12 გრადუსია, აქ კი... მთელი 40 გრადუსი დაგვხვდა!

პირადად მე, საქართველოში მეორედ ვიმყოფები. 1996 წელს ბათუმში ვიყავი, თუმცა მთლად კარგად არ დამამახსოვრდა, რადგან მაშინ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ქუთაისის დათვალიერება ვერ მოვასწარით, დრო არ გვქონდა. ის კი ფაქტია, რომ ძალიან ცხელა (იცინის)!

"ტორპედოს" მატჩები ვნახეთ. ძალიან რთული
მეტოქეა და ადვილ შეხვედრას არ ველით, თუმცა 0:0-დან ვიწყებთ და ვიცით, რომ წინ მეორე მატჩია. ამიტომ ვეცდებით, ხვალ ისეთ შედეგს მივაღწიოთ, რომელიც განმეორებით მატჩში დაგვეხმარება".

ადრიან კაშკავალი (ფეხბურთელი): "მოლდოვის ნაკრებთან ერთად ვიმყოფებოდი საქართველოში და ვიცოდი, როგორი სიცხეც გველოდა აქ. ეს ჩვენთვის მთლად კარგი ვერ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, კარგად ვართ მომზადებულნი და გვინდა, ეს ბარიერი დავძლიოთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ტორპედოს იმედია დღესვე ისეთ შედეგს დააფიქსირებტ შემდეგ თამაშს აზრი აგარ ექნება.დღეს გამოჩნდება თუ როგორი თრანსფერები გააკეთეთ
ნიკა
09:37 26-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული