"ვიკინგებმა" ქუთაისი დაათვალიერეს, ქართული კერძები გასინჯეს, პოკერიც ითამაშეს და დღეს ფეხბურთსაც გეახლებიან [PHOTO]

AutoSharing Option
"ვიკინგური" ქუთაისშია. საერთოდ, პროფესიონალური გუნდი მატჩამდე სრული კონცენტრაციისთვის რას არ აკეთებს, ფარერელებმა კი იმერეთში ტურისტის სტატუსი მოირგეს და გართობაც არ მოუკლიათ.

პირველი, რამაც ისინი შეაწუხა, სიცხეა, რადგან ატლანტის ოკეანის ბინადრები მაღალ ტემპერატურას არ არიან მიჩვეულები. 5000-კილომეტრგამოვლილი გუნდი ქალაქმა დააინტერესა და გასეირნებაც მოიწყვეს, ოღონდ ნაწილი მაისურებგახდილი დაბოდიალობდა ქალაქში, სიცხეს ძირითადად ასე ებრძოდნენ.

როგორც მათ აღნიშნეს, ხაჭაპურისა და ხინკლის გასინჯვა მოასწრეს, ამ ადგილობრივი კერძებით კი კმაყოფილები დარჩნენ. მატჩის წინ ქუთაისში დამზადებული ტორტებიც შეუკვეთეს, ადგილობრივი ტკბილეულიც დავაგემოვნეთო.

თავისუფალი დრო მწვრთნელებმა ჯოკერს, ხოლო ფეხბურთელებმა
პოკერს დაუთმეს. პრესსამსახურმა კი ამ დროს სასტუმროდან არსებული ქალაქის ხედების ფოტოები კლუბის ოფიციალურ გვერდზეც დადო.

P.S. კლუბი ექიმის გარეშე ჩამოვიდა და ადგილობრივი სპეციალისტებიც დაუსაქმებიათ დღევანდელ მატჩში. მოკლედ, ვიკინგები ყველაფერს "პროფესიონალურად" ეკიდებიან...

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ის კადრები არ მოგეპოვებათ, ტორპედო როგორ გულაობდა ოთხი დღე ტირასპოლში? ))) ამის მერე კიდე რო ვერ მოუგონ ხო იქნებიან "ჯიგრები"
სანდრო
11:30 26-07-2018
2
თამაში სად ვნახოთ?
გუჯა კახაძე
19:34 26-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული