კახა ჩხეტიანი: შევეცდებით მეორე შეხვედრაშიც გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მიერ "ვიკინგურის" ძლევის შემდეგ (3:0), შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

- გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, 3:0 მითუმეტეს. ჩვენ გვქონდა ბევრი მომენტები, მათაც მივეცით შანსი კონტრშეტევების და რამდენჯერმე ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, გოლი რომ გასულიყო, არ ვიცით როგორ დასრულდებოდა თამაში.

მთლიანობაში შეხვედრა კარგი გამოვიდა, შეთამაშების მომენტიც იგრძნობა და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს, რომ ბოლომდე იბრძოლეს. ანგარიში არ არის ისეთი, რომ წყნარად ყოფნის უფლება გვქონდეს, შევეცდებით მეორე შეხვედრაშიც გავიმარჯვოთ.

ლეგიონერები სასურველი ფორმიდან ჯერ შორს არიან, მათი ჩემპიონატები მაისის ბოლოს დამთავრდა და
ფიზიკური მომზადება აკლიათ. ისინი გუნდთან ერთად მაქსიმალურად ემზადებიან და ვიმედოვნებ, რომ თამაშიდან თამაშამდე მოუმატებენ.

ყველა ფეხბურთელი საკმაოდ მოტივირებულია და გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა. ვფიქრობ, როცა გუნდი შეთამაშდება, მოუმატებს და უკეთესს შედეგს დავდებთ.

მეორე ტაიმში ცვლილებები შეტევის გასაძლიერებლად გაკეთდა, ამან გამოიწვია შეხვედრიდან ლაზარ მარინის მოხსნა და თავდამსხმელის შემოყვანა, რამაც საბოლოოდ გაამართლა.

ამ ეტაპისთვის ტრანსფერები დასრულდა, დამატებით ვეღარავის დავიმატებთ. რაც შეეხება ახალწვეულ ლაცნის, შეხვედრაში კარგად ჩაერთო და ჰქონდა რამდენიმე მომენტი.

ჩვენ 30 რიცხვში გავემგზავრებით ფარერების კუნძულებზე და პირველ აგვისტოს ვიქნებით ადგილზე. იქ ანგარიშის შენარჩუნებისთვის არ ვითამაშებთ, ვერ ვიტყვი, რომ იოლი მატჩი იქნება, თუმცა ჩვენ ვეცდებით სასურველი შედეგით დასრულებას.

alt "ტორპედომ" ვიკინგები დაამარცხა და ფარერებზე განდევნა






მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტო ფარერები დავიჯაბნეთ
გაგა
14:50 27-07-2018
1
30 ში გავალთა და 1ში ჩავალთო - ფეხით მიდიხართ? თუ ნიჩბებიანი ნავებით რიონიდან?
zorbegi
07:56 27-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული