- თანაბარი თამაში იყო, გარდამავალი უპირატესობით. შესაძლოა, ჩვენ დიდი ტექნიკური არსენალი არ გვაქვს, მაგრამ გუნდი იბრძვის, ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება საპასუხო შეხვედრაშიც. რა თქმა უნდა, მეტოქე ფავორიტია ახლა, რადგან საკუთარ მოედანზე ითამაშებს, მაგრამ არაფერს დავუთმობთ.
ბუნებრივია, ჩვენთვის მისაღები შედეგი მოგება იქნებოდა, მაგრამ კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ. გვეშინოდა, "მარიბორის" სწრაფი შეტევების და ფლანგებიდან რამდენჯერმე განახორციელეს შეტევა. ვფიქრობ, მეტი ფიზიკური კონდიცია გვჭირდებოდა, რათა ბოლომდე გვეთამაშა შეტევაში.
როდესაც შევიკრიბეთ, გადავხედეთ ჩვენს შემადგენლობას, ყველა ამბობდა, ამ გუნდით გავარდებით, შედეგს ვერ მიაღწევთო. ჩვენი დევიზი არის ასეთი, რომელიც გაკრული გვაქვს საჩხერეში, სადაც ვცხოვრობთ - ყველაფერი შესაძლებელია! მე მაინც მგონია, გუნდისთვის ერთიანი სულისკვეთება ყველაზე დიდი ძალაა.
დღეს ჩვენ დაგვაკლდა ოსტატობა, კლასი, ბოლო ნაბიჯი - გოლი. კი, მეტოქესაც ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გოლი დაგვაკლდა. თავს ზემოთ ვერ ახტები, მაგრამ ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მე არ მქონია ილუზია, რომ "მარიბორს" გავანადგურებდით, მაგრამ გვქონდა შანსი, რომ მოგვეგო.
სლოვენიელები სტანდარტული სიტუაციების დრო გამორიჩევიან და ვცდილობდით, საჯარიმოსთან ჯარიმა არ მიგვეღო. ჩვენ კი გვაქვს რამდენიმე კომბინაცია ასეთ დროს დამუშავებული, თუმცა არ გამოვიდა. ვინც მიცნობს, იცის, ფეხბურთელებს თავისუფლებას ვაძლევს. რა თქმა უნდა, მიმართულებასაც ვაძლევ თამაშის წინ, მაგრამ ფეხბურთელმა თავისი ორგანიზმი უნდა იცოდეს თვითონ. ამას ვერავინ ვერ გასწავლის. არის ზღვარი, რომლის გადაბიჯება არ შეიძლება. ეს ეხება როგორც ვარჯიშს, ისე ზოგადად ცხოვრებას. "ბეითართან" მატჩის წინაც ყოველთვის იმას ვეუბნებოდი ბიჭებს - შეგიძლიათ ამ ბარიერის გადალახვა! დღეს რამდენიმე ფეხბურთელს ეტყობოდა ნერვიულობა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია, ახალგაზრდები არიან.
ლექვთაძემ დღეს ტრავმა მიიღო და ხვალ გავიგებთ, შეძლებს თუ არა მეორე მატჩში თამაშს. სხვა ცვლილებებს რაც შეეხება, ჩვენ დიდი არჩევანი ნამდვილად არ გვაქვს და ასეთ თამაშებში ახალგაზრდა ფეხბურთელების ნდობა ძალიან რთულია. მაგალითად, ჩიხლაძეს ეროვნულ ლიგაში არაერთხელ გაუმწვავებია თამაში, გოლიც გაუტანია, საგოლე პასიც გაუკეთებია, მაგრამ ევროპა ლიგა სხვა დონეა. პირველ მატჩში გამოვიყვანეთ და საერთოდ დაიკარგა. ამიტომ, არ გვინდა, ეს ბიჭი დაიკარგოს და იგივე ეხება სხვა ახალგაზრდებსაც, ზომიერება აუცილებელია.
"მარიბორის" თავკაცი: დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით
"ჩიხურა" - "მარიბორი" 0:0 - განმეორდება "ბეითარის" სცენარი? [VIDEO]
ფიფია ფართოდ გაახილე თვალები და საქმე ანდე პროფესიონალებს. თორემ დინამოს დაკარგავ, ისე კარგა ხანია დაკარგე, მხოლოდ ბრენდია შემორჩენილი!