კახა ჩხეტიანი: ევროთასებზე არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ საქართველოს წარმოვადგენთ!

AutoSharing Option
"ვიკინგურთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შესახებ ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

"ფარერებზე ბოლომდე საბრძოლველად მივდივართ. ქუთაისში 3 უპასუხო ბურთი კი გავუტანეთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ... შემდეგ ეტაპზე გასული მაშინ ხარ, როცა მსაჯი ჩასტვენს და ორრაუნდიანი ორთაბრძოლა დასრულდება...

ჩემი გამოცდილებით ასეა და საქმეში კარგად ჩახედულ ხალხს რომ ვკითხე, მათაც დამიდასტურეს: ფარერების კლუბი იქნება თუ ნაკრები, მათ სხვადასხვა სახე აქვთ გასვლაზე და შინ. საშინაო მატჩებს ბევრად უფრო მობილიზებულები ატარებენ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. არ უნდა მოვდუნდეთ. თანაც, 6 ან 8
გოლი არ გაგვიტანია მეტოქის კარში, მხოლოდ 3 გავიტანეთ.

ევროპის საკლუბო რეიტინგში საქართველოსთვის ყველა ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროთასებზე წარმოვადგენთ არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ - საქართველოს!"

altქუთაისის "ტორპედო" კოპენჰაგენში ჩაფრინდა, საიდანაც ფარერებზე გადაფრინდება

alt10 ბალიანი სისტემა - "ტორპედოს" ფეხბურთელების შეფასება "ვიკინგურთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული