"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში "ჩიხურა" 0:2 დამარცხდა "მარიბორთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

"მარიბორის" 13 000-იანი სტადიონი 2/3-ით შეივსო, გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავის გუნდს. "ჩიხურამ" მეტოქეს შტურმის საშუალება არ მისცა, თუმცა მის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი კი შეიქმნა: მე-10 წუთზე ზაჰოვიჩი დაუსხლტა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს, ცენტრში ბურთი ტავარესს უპასა, რომელიც ცენტრალურ მცველებს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. 27-ე და 30-ე წუთებზე კი საჩხერელთა მეკარე ჰამზიჩმა გადაარჩინა თავისი გუნდი.

ამის შემდეგ სოსო ფრუიძის
შეგირდებმა თამაშის გათანაბრება და მოწინააღმდეგის ნახევრზე აწევა მოახერხეს, შეუტიეს კიდეც. უშედეგოდ და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმი სლოვენიელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ "ჩიხურა" თავს ორგანიზებულად იცავდა და თან მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჰამზიჩი, რომელმაც სულერის თავური მოიგერია. თუმცა, "მარიბორმა" მაინც მოახერხა გოლის გატანა - ზაჰოვიჩი ცენტრალურ მცველებს გაექცა, ჩვენს გოლკიპერთან ერთი ერთზე გავიდა და 1:0.

საჩხერელებმა უმალ შეუტიეს და სარდალიშვილმა კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. დამატებულ წუთებში მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭირა და ტავარესმა მეორე გოლიც გაგვიტანა, თამაშიც დასრულდა.

მარიბორი. "ლიუდსკი"
მარიბორი - ჩიხურა 0:0
გოლები: 1:0 ზაჰოვიჩი (70), 2:0 ტავარესი (90+6)

მარიბორი: ჰანდანოვიჩი, პიჰლერი, სულერი, ივკოვიჩი, ვილერი, ვრჰოვეცი, დერვიშევიჩი, ბაიდე (მესანოვიჩი 74), ჰოტიჩი (ვრსიჩი 88), ტავარესი, ზაჰოვიჩი (გრეტუ 86)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე (ჩიხლაძე 81), კაკუბავა (ბუხაიძე 86), სარდალიშვილი, ბუღრიძე, მარკოზაშვილი, კახაბრიშვილი (მეგრელიშვილი 67), გაბედავა

alt"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ

altქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
შესანიშნავი მსჯელობაა ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების ანალიზისთვის, თუმცა მხოლოდ უარყოფითზე ორიენტირებული ადამიანის პოზიციიდან დანახული.რაც შეეხება ჩიხურას თამაშს, გულდასაწყვეტია, რომ ცოტა დააკლდათ და ეს ცოტა კი 1-2 მაღალი დონის გამოცდილი ფეხბურთელია პირველ რიგში. გამოუყენებელი მომენტების გაფუჭების გამო ვინმეს ანტიგმირად გამოცხედება კი მეტისმეტია, მითუმეტეს 20 წლის ბუღრიძის, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ უ19-ის ჩემპიონატში თამაშობდა და ასეთი რანგის მატჩებში თავის გამოჩენისთვის მარტო ნიჭი არაა საკმარისი, გამოცდილებაც უცილებელია ასეთი ძლიერი ფსიქოლოგიური დატვირთვის დასაძლევად.
ანესთეზიოლოგს
03 აგვისტო 2018 14:48
5
ბოლოსკენ ძალიან დაიღალენ ჩვენები თორე სხვა შედეგი იქნებოდა. იმათი თავდამსხმელი 34 წლისაა და როგორ უძლებს ბოლომდე აი ეს არის გასარკვევი და მერე ჩვენებისთვის სასწავლებელი. ფრუიძე ალბათ საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს მოიგებს.
შოკირებული გულშემატკივარი
03 აგვისტო 2018 14:23
2
ჩემი აზრით აღსანიშნავია მხოლოდ და მხოლოდ ჩიხურას ბრძოლისუნარიანობა მაგრამ არავითარი ქება საჭირო არ არის. გუნდმა წააგო და გამოვარდა ისეთ მოწინააღმდეგესთან რომელთანაც მინიმუმ 3 გოლის გატანა შეეძლო თუნდა წუხელ. პირველ თამაშზე აღარაფერს ვამბობ. ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ აი ჩვენზე აშკარად ძლიერი იყო მოწინააღმდეგე და ვიომეთ, თავი არ შევირცხვინეთ. მაინტერესებს სირცხვილი არ იყო ის, რომ შესრულების ელემენტარული უნარის არქონის გამო ორი თამაშის ჯამში 7-8 90% მომენტებს ვერ იყენებ? თამაშს რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვამბობ (ვინც ორივე თამაში ნახა) ხაზგასასმელია გუნდის ხასიათი, დანარჩენი არაფერი. არანაირი აქტიურობა ფლანგებზე რათა მეტი სიმწვავე წამოსულიყო, შეტევის ფაზაში არანაირი გახსნის აზროვნება, არანაირი მწვავე გაგრძელების გადაწყვეტილების უნარი. დამაგვირგვინებელ ფაზაზე აღარაფერს ვამბობ. 77 და 20 ნომრები სარდალიშვილი და ბუღრიძე, ეს ბიჭები სამწუხაროდ ორივე თამაშის ანტიგმირები იყვნენ. მათ შეეძლოთ გამხადრიყვნენ გმირები, მაგრამ ამას ცოტა მეტი ვარჯიში სჭირდება. ამდენი მომენტის გამოუყენებლობას უკვე უიღბლობა კი არა, შესრულების არცოდნა ქვია. ამ ყველაფრის თავი კი არის ის, რომ ჩვენს ჩემპიონატში ფეხბურთელის შეფასების სტანდარტი და თამასა საშუალოზე დაბლა დავიდა. ძალიან მოვიკოჭლებთ საფეხბურთო აზროვნებაშიც. როდესაც ნახევარმცველს ბურთი მიაქვს შეტევაში, აზრზე უნდა იყოს საით გააკეთოს პასი, რომ გაგრძელება კიდევ უფრო მწვავე აღმოჩნდეს. და ვინც თავისუფალია, ისიც მინიმუმ იმის აზრზე უნდა იყოს თუ სად გაიხსნას და დახვდეს ბურთს. ასე რომ, საქებარი და სავაჟკაცო არაფერი გაგვიკეთებია. ჩიხურა იყო, სამტრედია, დინამო თუ ტორპედო (ვიკინგურთან არ ვგულისხმობ) უბრალოდ დარბოდნენ და მორჩა, რაც უნდოდათ იმისათვის როგორ მიეღწიათ არ იცოდნენ. ელემენტარული გეგმის ნასახიც არ ჩანდა მათ მოქმედებაში. ამ ყველაფრის შემხედვარენი კი ჟურნალისტებიც და ჩვენც გულშემატკივრებიც კი პატარა მონდომების გამოვლინებასაც კი მადლობებით ვხვდებით და სწორედ ამით ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ჩვენ ძალიან სუსტი გუნდები გვყავს და ჩვენთან ყველა ფავორიტია! ამან იქ ითამაშა შარშან, იმან იქ ითამაშა და მორჩა, ჩვენთან ფავორიტები არიან. დინამომაც ითამაშა 2004-ში უეფას ჯგუფი მაგრამ რა? დღეს ნიშნავს ეს რამეს? სწორედ ასეთი საუბრებისა და შეფასებების ბრალია ის, რომ მწვრთნელებიც კი პრესკომფერენციებზე ისეთ ინტერვიუებს იძლევიან თითქოს რომას ან ლაციოს ხვდებოდნენ (არადა ტობოლი ან სტრედაა მოწინააღმდეგე:))) და ვინ იყვნენ ის "ფავორიტები" ვინც ბდღვირი გვადინა? შერიფი? ტობოლი? დუნაისკა სტრედა? თუ გუშინდელი მარიბორი რომელსაც ჩიხურამ 8 უეჭველი საგოლე მომენტი შეუქმნა და ისევ თავისი უნიათობის გამო ვერ გაუტანა? დღეს ამ გუნდებიდან ყველა გამოთიშულია და ვინ გამოთიშა ეს "ფავორიტები"? ალბანურმა შკენდიამ, სომხურმა პიუნიკმა და მინსკის დინამომ:):):) ჩვენთან კი ეს ყველა გუნდი ფავორიტი იყო და თავიდანვე გულშემატკივრიან-მწვრთნელებიან-ჟურნალისტებიან-ფეხბურთელებიანად ყველა "მანდრაჟით" იყო განწყობილი. ეს მენტალიტეტი კიდევ უფრო ანადგურებს იმ ფსიქოლოგიას რაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვთ ქართულ გუნდებს. არანაირი ქება, ყველას შეეძლოთ ერთი ადგილის განძრევა და ყველა ამ მოწინააღმდეგის გაგდება ვისთანაც შერცხვა! აი ასეთი უნდა იყოს მიდგომა! ბელორუსში, ალბანეთში, სლოვაკეთში, მოლდოვაში ან სომხეთში არანაირად არ არის საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონე და ამის დამტკიცებას ნურავინ დაიწყებს. მხოლოდ ერთი ნიუანსია რაშიც ჩვენზე ოდნავ წინ აღმოჩდნენ: ევროტურნირებზე ყელა ამ გუნდს აღმოაჩნდა მინიმუმ ერთი ისეთ თავდამსხმელი, რომელიც გასატანს იტანს! აი ეს იყო სხვაობა და მეტი არაფერი. ეს ასეთი რთული მისახვედრია? ამიტომ ცოტა ტვინი გაანძრიონ კლუბების მესვეურებმა და იმდენი მაინც შეძლონ, რომ თუ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელით გასვლაზე პრეტენზია აქვთ, თითო ასეთი ფეხბურთელი მიიყვანონ გუნდში რომელიც მომენტს შედეგიანად დაასრულებს...
ანესთეზეოლოგი
03 აგვისტო 2018 11:53
4
ვინც "დისლაიქს" აძლევს ამ კომენტარს, ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი პოზიციის მოსმენა:):)
ანესთეზეოლოგი
03 აგვისტო 2018 13:20
0
ვკითხულობ კომენტარებს და გული მიკვდება ჩვენ მგონია მართლა აღარასოდეს გვეშველება, როდესაც ერს დამარცხების აღარ სცხვენია და დამარცხებული იძახის გამარჯვებულები ვართო ნამდვილად იმედი აღარაფრის უნდა გქონდეს ამ ქვეყანაში ეს მარტო ფეხბურთს რომ ეხებოდეს რა გვიჭირდა
zmo
03 აგვისტო 2018 11:30
2
2008-ში რუსეთიც დაამარცხეს და ვინ დარჩა გამარჯვებული ყველამ ნახა, მაგარი მენტალიტეტის მქონე ერია არა?
pepe
03 აგვისტო 2018 11:38
0
რა უცნაური ხალხი ხართ. თუ ასეთი შედეგები გაკმაყოფილებთ (როცა გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპებს ვერ ლახავენ), მაშინ რაღაზე გაჰკივით ქართული ფეხბურთი მკვდარიაო? კარგად ყოფილა კაცო საქმე და მეც თვქენსავით ბედნიერი ვყოფილვარ
levo
03 აგვისტო 2018 10:55
1
ყველაფერში 0 ზე ვარტ მრცხვენია ერი არ გვივარგა უპატრიოტუ, უთავმოყვარე ერი გავხდით. ამდენი მილიონერები გვყავს თითომ თიტო გუნდი რო გააძლიერონ მაგაზე დიდ საქმეს ვერ გაუკეთებენ ქვეყანას. მაგრამ არა მხოლოდ იპარავენ და ქვეყნისათვის თეთრსაც არ ხარჯავენ. ივანიშვილს, კალაძეს, ბჯუაშვილებს, ხაზარაძეებს, და დანარჩენებს თითო გუნდი რო გააძლიერონ მაგაზე დიდი სიყვარული არ ექნებათ ქართველებისგან. მაგრამ არა მხოლოდ იპარავენ ერი გადაგვარდა და ტუ მალე გონს არ მოეგა გაქრება ქვეყნიდან და დარჩებათ გადამთიელებს
gaga
03 აგვისტო 2018 10:22
2
ფულის შოვნაა მაგათი პატრიოტობა
999
03 აგვისტო 2018 11:41
0
4 თამაშში 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება... უკეთესი ჯობდა, მაგრამ მადლობა ამ გუნდს სარეიტინგო ქულებისთვის
Irakli Apkhaidze
03 აგვისტო 2018 10:11
0
იძახეთ აწი შაიტან შაიტანოოოოოოოოოოოოოოო
krazana
03 აგვისტო 2018 09:21
4
მომავალში ტორპედოც ბრავოთი გააცილეტ, რა ბრავო რისი ბრავო უკვე მერამდენე სეზონია საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადაულახიათ და თქვენ კი გვირგვინებით და ბრავოს შეძახილებით შეამკეთ. რასაც იმსახურებთ ის გაქვთ
999
03 აგვისტო 2018 09:16
5
ჯიგრიკ აქ იმაზეა საუბარი რომ რაც ქართულ ფეხბურთში ხდება იმის გათვალისწინებით ბრავო ეკუთვნის ჩიხურას. შეადარე ბიუჯეტი, მომზადება, მოთამაშეები, ინფრასტრუქტურა და ნახავ.. კარგი შედეგი რა არის ჩემზე უკეთ შენ არ იცი!
georgian
03 აგვისტო 2018 13:13
1
საწყენია ეს წაგება, მაგრამ "ჩიხურა" ძალიან კარგი გუნდია. იმედია, შემდგომში უფრო კარგად იასპარეზებს.
მერაბი
03 აგვისტო 2018 09:09
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული