ირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორი შეხვედრის ჯამში "ვიკინგურის" დამარცხებით ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა.

მას მეტოქედ ალბანური კლუბი "კუკეში" ერგო, რომელსაც 9 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, საპასუხო შეხვედრას კი 16 აგვისტოს ალბანეთში გამართავს. 

altქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

ცოტა რამ "კუკეშის" შესახებ
ალბანური კლუბი 1930 წელს დაარსდა, თუმცა 2012 წლამდე უმაღლეს დივიზიონში არასდროს უასპარეზია. "კუკეშმა" უმაღლეს დივიზიონში გადასვლიდან მალევე შეძლო სამჯერ ვერცხლის მედლების მოპოვება.

წინა წელს ისინი ჩემპიონები გახდნენ, ხოლო წელს მეორე ადგილზე გავიდნენ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონი "შკენდერბეუ"

ევროთასებიდან 10 წლით მოკვეთეს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება "კუკეშს" მისცეს. 

2017 წელი "კუკეშისთვის" სადებიუტო იყო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში, სადაც პირველ ეტაპზე "ტორპედოსთვის" კარგად ნაცნობი "შერიფი" შეხვდა. პირველი მატჩში შინ 2:1 იმარჯვეს, თუმცა გასვლაზე 0:1 დამარცხდნენ და ევროტურნირებს გამოეთიშნენ.

წელს მათი პირველი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში მალტის "ვალეტა" იყო, რომელსაც შინ ფრედ, 0:0 ეთამაშნენ და გასვლაზე შედეგიანი ფრის (1:1) წყალობით გავიდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გადამწყვეტი გოლის ავტორი ირაკლი ძარია გახდა.



altირაკლი ძარიამ "კუკეში" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" შეხვდნენ, შინ 0:0 ითამაშეს და სტუმრად 0:3 დამარცხდნენ. გთავაზობთ შეხვედრის ვიდეომიმოხილვას.




კლუბის მაქსიმუმი ევროტურნირებზე ასპარეზობის პერიოდში ევროპა ლიგის პლეი-ოფი იყო, ისიც 2014 წელს - "ტრაბზონსპორის" ბარიერი ვერ გადალახეს.

"კუკეში" უეფას საკლუბო რეიტინგში 217-ე ადგილს იკავებს, ერთი საფეხურით წინ იმყოფება თბილისის "დინამოსთან" შედარებით. ქუთაისის "ტორპედო" რეიტინგში ამ ეტაპზე 404-ე გუნდია.

ალბანეთის ჩემპიონატს "კუკეში" 19 აგვისტოს "ლაჩთან" დაპირისპირებით ხსნის.

ქალაქი, სტადიონი
კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქს ეკუთვნის. ბოლო მონაცემებით, კუკეშის მოსახლეობა 16 719 ადამიანს შეადგენს. ისინი ალბანეთის სუპერლიგაში ზექირ იემერის სტადიონზე თამაშობენ, რომელიც 5500 ადამიანს იტევს. თუმცა სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ევროტურნირებზე კლუბი სხვა ქალაქში თამაშობს.

Sportall.Ge

"კუკეში" "ყარაბაღს" შკოდარში დაუპირისპირდა. ამ ქალაქში საკმაოდ კარგი, 4-ვარსკვლავიანი სტადიონი აქვთ, რომელსაც "ლორო ბორიჩის არენა" ეწოდება და 16 000 ადამიანს იტევს. მიუხედავად ამისა, 135 000-იან ქალაქში "კუკეშის" შეხვედრას მხოლოდ 700 ადამიანი დაესწრო.

Sportall.Ge

რა ძალას წარმოადგენს "კუკეში"?
დავიწყოთ იმით, რომ ალბანურ კლუბში 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარია თამაშობს, რომელიც წელს, ზამთარში გორის "დილადან" შეუერთდა.

კლუბში 13 ლეგიონერია და 3 მათგანი ნაკრებში თამაშობს (რეჯინალდო - მოზამბიკი, ბესარ მუსოლი და ფატონ მალოკუ - კოსოვო).

კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 6,38 მილიონ ევროს შეადგენს, "ტორპედოს" ღირებულება 5.33 მილიონი ევროა. კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 600 000 ევროდ შეფასებული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ვილიამ კორდეიროა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლუბმა ამ ზაფხულს ერთბაშად 13 ფეხბურთელი დაიმატა და შეთამაშების სერიოზული პრობლემა აქვთ. მათ სატრანსფერო პერიოდში წინა სეზონის მთავარი ბომბარდირებიც დაკარგეს და რამდენიმე გამორჩეულმა ფეხბურთელმაც დატოვა გუნდი.

ამავდროულად, გუნდს გარკვეული პრობლემები ძირითად შემადგენლობაში აქვს. "ყარაბაღთან" შეხვედრაში წითელი მიიღო ალბანელმა მცველმა ალბი ალამ და "ტორპედოსთან" შეხვედრას გამოტოვებს.

რაც შეეხება მეკარეს, "კუკეშის" კარს 27 წლის ალბანელი სტივი ფრაშერი იცავს, რომელიც წინა წელს მხოლოდ 9-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. კლუბმა ახალი მეკარეც დაიმატა, 27 წლის კოსოვოელი ფატონ მალოკუ, რომელსაც დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

ალბანურ გუნდს 34 წლის ადგილობრივი მცველი ილი შამეტი კაპიტნობს.

მოლოდინი

პირდაპირ უნდა ითქვას, ქუთაისის "ტორპედომ" ეს ბარიერი უნდა გადალახოს! "კუკეში" არ არის ის გუნდი, რომლის დამარცხება ჩვენს ჩემპიონს არ შეუძლია. ქუთაისელებს გაცილებით უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ და მეტოქესთან შედარებით ბევრად დაბალანსებულია. ამიტომ "ტორპედოსგან" მხოლოდ გამარჯვებას ველით.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოსახლეობა კიარ გაიზარდა ბათუმის საზღვრები შეიცვალა ქალაქის ხელვაჩაურის ხარჯზედა აქედან გამომდინარეა რაოდენობის მატება თორე ისე პირიქით შემცირებულია მოსახლეობა საერთო ჯამში სადღაც ორმოცი ათასით საერთოდ აჭარაში 333 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს აქედან 182 ათასი ქრისტიანია ხოლო 132 ათასი მუსლიმი ბათუმის მოსახლეობა 154 ათასია მიახლოებით.თორე მთლიანად მოსახლეობა აჭარის პირიქით შემცირებულია. ეგ 2014 წლის მონაცემევბია და არამგონია ძალიან შეცვლილიყო ეს მონაცემები.რაც შეეხება სტადიონს ბათუმს და თბილის კიარა ყველა ქალაქს უნდა ქონდეს ნორმალური სტადიონი მომთაბარეებივით როარ იტორღიალონ აქეთ იქეთ.
qutaiseli
06 აგვისტო 2018 14:51
0
და ბათუმის დინამოს სტადიონს რას უწუნებს? საქართველოში პირველი თანამედროვე სტადიონი იქნება მსოფლიო კლასის.ეს ამ ქალაქმა და ბათუმელებმა დავიმსახურეთ. მე2 ქალაქი ვართ ბოლოსდაბოლოს
მართალი
04 აგვისტო 2018 23:34
0
ყველა უნდა მივიდეს თბილისში მაცხოვრებელი, რა მნიშვნელობა აქვს გუნდს...
Aia Hey
04 აგვისტო 2018 22:53
0
ასეთი სამარცხვინო და დასაცინი ყველასგან როგორ უნდა ვიყოთ,ალბათ ქართველი პატრიოტი სამშობლო რომ არის მისთვის სალოცავი, და რომელიც მხოლოდ გამარჯვებითაა გაჟღენთილი,მისთვის სულ ერთია „დინამო- ტორპედო გურია და -ბათუმი,ფოთი,ზუგდიდი და ყველა ქართული ქალაქი,გაგიჟდება როცა ეტყვიან რომ ტორპედო სახლში ვერ ითამაშებს და თბილისის გზის -500-ხუტას კმ-ში
ფული რომ დაგემატაო, რა ქნას იშოვის კიიი/// და როდის დადგება ის დრო, რომ -300-ათასიან ქუთაისში სულ იყო --25- ათასიანი ხის სკამები, და საოცრებავ თურმე ეხლა უეფას ნორმას არ აკმაყოფილებსო,სად არის ფედერაცია და სად არის მთავრობა რომ მოკითხოს -კომპანია ვისოლს-.,ეხლა ქუთაისში უნდა იყოს მინიმუმ -ოცდაათ ათასიანი სტადიონი, და არა -8-ათასიანი და ულამაზო სტადიონი. როგორც ბათუმისა და ზუგდიდისა, რადგან საქართველოს დედაქალაქს გვერდში დგომა უნდა და არა ყველაფრის იქ ჩატარება.











სობლოსათვის თავის დამდები და
მართალა
04 აგვისტო 2018 16:47
0
ჯერ ერთი ქუთაისში 3OO OOO მაცხოვრებელი არ ცხოვრობს,147 OOO ადამიანი ცხოვრობს.მეორე ბათუმს რაც სტადიონი ექნება მალე,ესეთი ქუთაისს ჰქონდეს კაი იქნებოდა.მე3 ბათუმი არის სიდიდით მე2 ქალაქი და 8 OOO კაციანი სტადიონი კიარა 2OOOO შენდება,რაც ბათუმისთვის ესეც ცოტააა.
მართალი
04 აგვისტო 2018 23:27
0
ამაზე უკეთეს მეტოქეს ვერ ისურვებდი
koko
03 აგვისტო 2018 16:48
3
რას წარმოადგენს და ტორპედო 411 უეფას რეიტინგი კუკეში 211 უეფას რეიტინგი. ტორპედოზე ძლიერი გუნდია. შანსები ალბათ 60/40 კუკეშის სასარგებლოდ
aleko
03 აგვისტო 2018 16:27
31
მე უფრო 50-50%-ზე ვიტყოდი შანსებს
შაკო
03 აგვისტო 2018 16:02
3
ერთის მხრივ ვეთანხმები მოთხოვნას, რომ შენნაირი გუნდია და მიდი მოუგე. ხოლო მეორეს მხრივ არ არის საჭირო მეტოქის დაუფასებლობა. ეგ დაგვღუპავს. შანსი 50/50.
ჰაჰა
03 აგვისტო 2018 16:02
0
ჩემი აზრით ერთი დონის გუნდები არიან ტორპედო და კუკეში რათქმაუნდა შანსი არის მაგრამ პრობლემა აქაც სტადიონია.ქუთაისი სახლში ვერ ითამაშებს აქედან გამომდინარე მაყურებელიც ნაკლებად ეყოლება.50/50 ზეა შანსები.
zaza
03 აგვისტო 2018 15:38
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული