დღეს წილისყრაა - ვინ იქნება "ტორპედოს" მეტოქე, თუ ის ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავა

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრაა და იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედო" "კუკეშის" ბარიერს გადალახავს, მისი ბოლო მეტოქე გაირკვევა.

წილისყრა ჩვენი დროით 15:30 წუთზე დაიწყება.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ ეტაპზე ევროპა ლიგის ჩემპიონთა გზაზე 10 გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონთა გზის 6 დამარცხებული გუნდი ემატება, რომელთაგანაც ყველა განთესილი იქნება.

ქუთაისის "ტორპედოს" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეიძლება იყოს ამათ შორის დამარცხებული:

  • მალმიო (შვედეთი) - ვიდი (უნგრეთი)
  • სელტიკი (შოტლანდია) - აეკი (საბერძნეთი)
  • ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - ბატე (ბელორუსი)
ან ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წყვილში გამარჯვებული:
  • ლუდოგორეცი
    (ბულგარეთი) - ზრინსკი (ბოსნია ჰერცეგოვინა)

შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედო" "კუკეშს" თბილისში 9 აგვისტოს დაუპირისპირდება. საპასუხო შეხვედრა 16 აგვისტოს ალბანეთში გაიმართება.

altირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
(ბულგარეთი) - ზრინსკი (ბოსნია ჰერცეგოვინა) ამათ შორის გამარჯვებულს ვხვდებით თუ გავალთ შემდეგ ეტაპზე
GEO
06 აგვისტო 2018 15:49
0
სტატია დაარედაქტირეთ და შემცირდა სავარაუდო მეტოქეების ალბათობა? ანუ ამ 4 წყვილიდან ერთ-ერთს ვხვდებით კუკესის გავლის შემთხვევაში?
ააა
06 აგვისტო 2018 13:58
0
მალმიო ვიდის წყვილი ძალიან მაგარი ვარიანტი იქნებოდა, იქ მალმიო უეჭველად გავა და ვიდისთან კი გვექნება შედარებით კარგი შანსი. სხვა ვარიანტში კიდე არ ვიცი რა მოხდება....
nika
06 აგვისტო 2018 13:53
0
უნგრეთის ჩეპიონი შეგხვდება დარეკილია
ara
06 აგვისტო 2018 13:52
0
ჩიხურა ითამაშებს მონდომებით აბა რა იქნება...ბეითართან გასვლაზე 20000-ს ლარს აძლევდენ გასვლაზე და ეხლა ალბათ უფრო მეტს მიცემდენ რო გასულიყვნენ(რა დაფინანსებასაც ღებულობდენ უეფადან ყველას არიგებდენ პრემიებში.) და ტორპედოს ჩიხურაზე მეტი დაფინანსება აქ უეფადან და შერიფის ბარიერი რო გადარლახათ 2000ევროს აძლევდენ. რომელის ფეხბურთელები მოინდომებენ აბა თუ გამოიცნობთ. ეხლაც არ ექნებათ დიდი პრემიები ალბათ და ნუ მოვთხოვთ მონდომებას...ესაა სამწუხაროდ ქართული ფეხბურთის რეალობა.
l
06 აგვისტო 2018 12:39
11
კუტალიას შეხედეთ ფოტოზე დემონს გავს :დდდ
y4ewaqqdf
06 აგვისტო 2018 12:38
6
განსაკუთრებული გუნდები არარის მარტო სელტიკი არის ძალიან ძლიერი დანარჩენთან დიდი შანსი გვაქვს თუ მოინდომეს ბიჭებმა ისე როგორც ჩიხურას ფეხბურთელებმა აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას რაღაც კუთხით გაგვიმართლა კუკესი რომ სეგვხვდა იმ გუნდებიდან ყველაზე სუსტი კუკესი იყო და თუ გადავლახეთ იქნებ ამ კენჭისყრაშიც გაგვიმართლოს
ds
06 აგვისტო 2018 12:37
1
ნებისმიერს გააპობენ ჩემი ბიჭები :) უბრალოდ ძალიან ცუდია ქუთაისში რომ ვერ ვთამაშობთ, ჩვენი მაყურებელი სულ სხვა ძალას აძლევს ჩვენს გუნდს. წინ, ჯგუფური ეტაპისკენ ლომებოოო... ქუთათურ მზეს ვფიცავთ გავიტანთ გოლს...
ziqenbud
06 აგვისტო 2018 11:04
2
ისეთი გუნდების გვეშინია სირცხვილად მიმაჩნია. რა მონდომებაც ჩიხურას ქონდა იმ მონდომებით ყველას დაძლება შეიძლება მაგრამ მეჩვენება ტორპედო უგულოთ თამაშობს. ისე რაც მაგათმა ვიკინგურთან გამარჯვების შემდეგ გახარებულები იყვნენ არ გამიკვირდება რომ მოინდომონ და შერიფთან რაც ითამაშეს იმაზე უკეთ ითამაშონ
ტოტტი
06 აგვისტო 2018 10:50
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული