ირაკლი ძარია "ტორპედოსთან" მატჩის წინ: ყველაფერი, ალბათ, მეორე მატჩში გადაწყდება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ "კუკეშს" დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი 9 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება, განმეორებითი კი - 16 აგვისტოს, ალბანეთში.

როგორც იცით, მეტოქის გუნდში ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარია თამაშობს. ჩვენ მას ალბანეთში დავუკავშირდით და მომავალ შეხვედრაზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, რა ემოცია გქონდა, როცა გაიგე, რომ "კუკეშს" მეტოქედ "ტორპედო" ერგო?
- რადგან აქამდე უცხოურ გუნდში არ ვყოფილვარ, პირველად ხდება, რომ ევროთასებზე ჩემი ქვეყნის გუნდს შევხვდი. უკეთესი იქნებოდა, ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ყოფილიყო.

-
როგორ შეაფასებდი დღევანდელ "ტორპედოს"?
- "ტორპედო" ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, ევროთასების წინ საგრძნობლად გაძლიერდა. ჰყავთ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც თამაშობენ სანახაობრივ ფეხბურთს. აქედან გამომდინარე, ძალიან რთული და დაძაბული მატჩი იქნება.

- და მაინც, როგორ შეაფასებდი შანსებს?
- შანსებს - 50/50-ზე. ალბათ, ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმა გაწუხებს და შეიძლება ვერ მიიღო პირველ მატჩში მონაწილეობა...
- "ყარაბაღთან" ბოლო წუთებზე საზარდული დავიზიანე და რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვება მომიწია. თუმცა ახლა ვარჯიში დავიწყე და მატჩისთვის მწყობრში ვიქნები.

- "კუკეში" ევროთასებზე საკმაოდ არასტაბილურად ასპარეზობს. რისი ბრალია ეს?
- გუნდიდან წავიდა საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც ძალიან დაგვაკლდა და ასევე, რამდენიმე ფეხბურთელი. ისინი დიდ ძალას წარმოადგენდნენ ჩვენი გუნდისთვის. დავიმატეთ ასევე კარგი ფეხბურთელები. უბრალოდ, შეთამაშების პრობლემაა და ამას დრო სჭირდება.

- როგორი ქომაგბი ჰყავს ალბანურ გუნდს? წინა შეხვედრაში როგორც ვნახე, არცთუ ისე დიდი მხარდაჭერა გქონდათ. ამ ეტაპზე უფრო მეტ გულშემატკივარს ელოდებით სტადიონზე?
- იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი საკუთარ ქალაქში არ თამაშობს, გულშემატკივრებიც ტირანაში, შესაბამისად, ცოტაა. საკუთარ ქალაქში ტრიბუნები გავსებული იქნებოდა. იმედი გვაქვს, მოვლენ სტადიონზე და მხარს დაგვიჭერენ, რადგან ალბანეთიდან მხოლოდ ჩვენ შემოვრჩით ევროთასებს.

- წინა ეტაპის შეხვედრები ქალაქ შკოდარში ჩატარდა და ახლა იქ აღარ ითამაშებთ?
- დიახ, მგონი, ახლა "ელბასან არენაზე" გაიმართება მატჩი, სადაც ეროვნული ნაკრები თამაშობს.

- დაბოლოს, როგორ შეადარებდი საქართველოსა და ალბანეთის ჩემპიონატებს?
- ჩემი აზრით, საქართველოში უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, ხოლო ალბანეთში მთელი 90 წუთი ბრძოლაა. აქ ადვილად თამაშს ვერ მოიგებ.

altდღეს წილისყრაა - ვინ იქნება "ტორპედოს" მეტოქე, თუ ის ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავა

altირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული