- ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იური პავლიჩს უკვე დიდი ხანია ვესაუბრებით. ის ძალიან დიდი ტალანტია, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ახალგაზრდაა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და უკვე უმაღლეს დივიზიონში თამაშობს.
- რით გამოირჩევა ის მოედანზე?
- ხვიჩას მოედანზე ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. მისი ძლიერი მხარეებია: თავით თამაში, მას ასევე ძალიან კარგი სისწრაფე აქვს.
ყველაფერი ერთად რომ შევკრიბოთ, კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია.
- ის მხოლოდ
- არა, დაინტერესებული ბევრი გუნდია და მისი წაყვანა სურდათ, თუმცა ეს არ გამოვიდა.
- ხვიჩა 17 წლისაა და თუ ის "ლოკომოტივში" გადავიდა, ახალგაზრდულ გუნდში იქნება?
- არა, რატომ?! როდესაც მე "ლოკომოტივში" გადმოვედი, 18 წლის ვიყავი. ასე რომ, მას ძირითად გუნდში თამაში შეუძლია.
- იური პავლიჩი პერსონალურად თუ იყო მის სანახავად ჩამოსული?
- არა, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც ამ ბიჭს აკვირდება და კვარაცხელიას შესახებ ყველამ იცის.
- რამდენად რეალურია, რომ ახლო მომავალში ეს ტრანსფერი შედგეს?
- ყველაფერი სიომინსა და ილია გერკუსზეა დამოკიდებული. ვნახოთ, თუ რას მოიფიქრებენ ისინი.
- თავად ფეხბურთელს თუ სურს "ლოკომოტივში" გადმოსვლა?
- რა თქმა უნდა, აქ ბევრი კარგი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა და კარგი იქნებოდა, მათ რიგს კიდევ ერთი თუ შეემატება.
ახლა "ლოკომოტივში" ქართველი სოლომონ კვირკველიაა და როდესაც იური პავლიჩს ვესაუბრები, ის მეუბნება:
"ორი ქართველი ტალანტი გუნდში ნორმალურია, მაგრამ სამი უკვე ზედმეტია".
- ფიქრობთ, რომ კვარაცხელია ჩემპიონატის შესაცვლელად მზადაა?
- რატომაც არა?! კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის ძალიან კარგი ბიჭია.