"კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები "ტორპედოს" ადანაშაულებენ

AutoSharing Option
9 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "კუკეშს" უნდა დაუპირისპირდეს.

ცოტა ხნის წინ ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რომ სტამბულში საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა.  

ესენია: რეჯინალდო მოზამბიკიდან, ფატჯონ მალოკუ კოსოვოდან, ვალონ ეტემი და ედის მალიქი მაკედონიიდან.

როგორც კლუბის გვერდი იუწყება, მათ უეფას დელეგატმა, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა კლუბმა დახმარება აღუთქვეს, თუმცა დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე აცნობეს, რომ ეს შეუძლებელია. "კუკეში" კი თბილისში 23:00 საათზე მოფრინავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პასუხისმგებლობას ორგანიზატორ კლუბს ანიჭებენ და აღნიშნავენ, რომ ამით ფეარ-პლეის პრინციპები ირღვევა.

altირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

altირაკლი ძარია "ტორპედოსთან" მატჩის წინ: ყველაფერი, ალბათ, მეორე მატჩში გადაწყდება





მკითხველის კომენტარები / 12 /
სისულელეა კოსოვოდან ფეხბურთელი ვერ მიიღებდა ვიზას, რადგან კოსოვოს საქართველო არ აღიარებს, აქედან გამომდინარე კოსოვურ პასპორტი საქართველოსთვის უკანონო დოკუმენტია. მოზამბიკა კი აშშ ს სანქციების სიაშია , რასაც საქართველოც უერთდება .
Japaridze Michael
21:40 07-08-2018
0
მდააა....ან ისინი ახურებენ ...ან ჩვენები ვერ არიან თავაიანთ მოტორზე ....რა სანქციები სხვა ქვეყნებში როგორ დადიან აბა ...ან მაკედონიის ორი ფეხბურთელი ვის სანქციების ქვემოთ არიან ნეტავ ...მავრიტანიის თუ ქაჯეთის საინტერესოა ...?! ან რა სხვისი სანქციები მსოფლიოში ვინ დედამ შვილი დაწყევლა ყველა აქ ჩამოდის და თან ცხოვრობენ წლობით ...და ეგ ოთხი ფეხბურთელი რა პრობლემა გახადეს ...და მისცეს სალაპარაკო ამათაც და ბევრნი სხვებიც მოამბავენ კუდს ....და არ შეიდძლება ყველაფრის პოლიტიზირება ეგ ერთი და მეორე ჩვენთვის რომ ეგ გაეკეთებინათ მოგვეწონრბოდაა?!?! თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს ერთ კვირაში ...(((
auee
22:23 07-08-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული