ლამაზად, ტექნიკურად, დამაჯერებლად - "ტორპედომ" ჭირვეული "კუკეში" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედომ" "კუკეში" დიდი ანგარიშით დაამარცხა - 5:2 და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სერიოზული განაცხადი გააკეთა.

საბუთების მოუწესრიგებლობის გამო სტუმართა გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა ვერ მიიღო და ატეხეს ალბანელებმა ერთი ვაი-უშველებელი, არიქა, ქართველები გვჩაგრავენო და უეფას მიმართეს. მერე გამოაცხადეს, რომ "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდნენ. კიდევ კარგი არ თქვეს - დიპლომატიურსო. მოკლედ, მათმა უაზრო ჭირვეულობამ შედეგი ვერ გამოიღო და მატჩი გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ცხელოდა და მშვენიერი საფეხბურთო ამინდი იყო, სამწუხაროდ მიხეილ მესხის
სახელობის სტადიონზე გულშემატკივარი მრავლად არ მივიდა
და მატჩი სტუმართა ხანგრძლივი შეტევით დაიწყო, რომლის მოგერიებას ლამაზი კონტრიერიში და კუხიანიძის გოლი მოჰყვა. მე-10 წუთზე "ტორპედომ" ანგარიშის გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - აქტიურმა კუხიანიძემ კოხტა პასით გეგეჭკორი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ამ უკანასკნელმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა კუხიანიძემ, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან გადაცემა ქიმაძემ გაუკეთა.

ამის შემდეგ ინიციატივას ქუთაისელები დაეუფლნენ, გამოიკვეთა მათი ტექნიკური უპირატესობა, ბურთიც გააგორეს და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო ალბანელი ჰარბას მიერ გატანილი საპასუხო გოლი. ცოტა ხანში კი რეჯინალდომ კინაღამ გაათანაბრა ანგარიში, როდესაც მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ერთი სიტყვით, გადავრჩით და 28-ე წუთზე კუხიანიძემ გამოზომილი პასი გაუკეთა მარინს და 3:1. მერე "კუკეშმა" ნაკუთხურალი ბურთი უხეიროდ მოიგერია და ქიმაძემ ცაციათი ულამაზესი გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" სტრატეგია შეცვალა, თამაში დააწყნარა, მეტოქის შეცდომას ელოდებოდა და მიეცა კიდევაც შანსი, მაგრამ მე-60 წუთზე ლაჩნიმ ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. 86-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კაპანაძემ მეტოქის დაცვა ლამაზი ფინტით გაარღვია და მეკარესთან ერთი - ერთზე გასულმა მეხუთედ დალაშქრა ალბანელთა კარი. ბოლოს კი ჰოჯა პირადი ინიციატივით წაიქცა ქუთაისელთა საჯარიმოში, მსაჯმა ჩათვალა, რომ მარინმა თამაშის წესები დაარღვია და პენალტით პლაკუმ ანგარიში 2:5 გახადა.

"ტორპედომ" თავისი ამოცანა შეასრულა, შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და ალბანეთში სამბურთიანი ფორით მიემგზავრება. თუმცა, რომ არა არბიტრის უხეში შეცდომა, შეეძლო უფრო დიდი სხვაობითაც გაემარჯვა. აუცილებლად ხაზგასასმელია კვასხვაძის კარგი თამაშიც, რომელმაც კომპენსირებულ დროში თავისი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

altკახა ჩხეტიანი: იყო შესაძლებლობა გოლი არ გაგვეშვა და კიდევ გაგვეტანა

თბილისი. "მიხეილ მესხი".
ტორპედო - კუკეში 5:2
გოლები: 1:0 კუხიანიძე (3), 2:0 კუხიანიძე (15), 2:1 ჰარბა (21), 3:1 მარინი (28), 4:1 ქიმაძე (31), 5:1 კაპანაძე (86), 5:2 პლაკუ (87, პენ)

ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე (დაფე 72), გეგეჭკორი, ჰლინკა, ქიმაძე, კობახიძე (ხურცილავა 79), კუხიანიძე, ლაჩნი (კაპანაძე 67), მარინი, ცინცაძე

კუკეში: ფრაჩერი, გირბჯა (პლაკუ 64), ძარია (შკოდრა 64), ჰარბა, ჰოქსჰა, მუსოლი, ქაგი, რეჯინალდო, რუმბულაკუ, ჩამეტი, ვილიამი



alt"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ მოვიგებთ 5:0-ს ან 6:0-ს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ

მკითხველის კომენტარები / 28 /
საღოლ ბიჭებს. მოინდომეს და მოიგეს. მაგრამ მაქსიმალური ყურადღებით უნდა ითამაშონ გასვლაზეც
ტორპედო
09 აგვისტო 2018 23:01
2
ყოჩაღ ტორპედო!!! მაქსიმალური კონცენტრაცია და ნერვების კონტროლი მომდევნო თამაშში!
sormona
09 აგვისტო 2018 23:16
0
ვულოცავ ქუთაისელებს კარგი ანგარიშით გამარჯვებას,მაგრამ რაც აქ ვნახე,მშვიდად ნამდვილად ვერ ვიქნები.ორი გოლიც გავატანინეთ და ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრჯერ სახიფათო პოზიციებიდან დავარტყმევინეთ კარში.თავისუფლად შეიძლებოდა კიდევ ორი სამი გოლი გაეტანათ,თანაც პირველი ტაიმის მეორე ნახევარში,როცა მეტოქე სრულიად დაშლილი იყო,ჩვენებმა ამის გამოყენების ნაცვლად,ბურთის გორებად დაიწყეს.ჩათვალეს რომ სამბურთიანი უპირატესობა საკმარისი იყო.ეს ხალხი ვნახეთ,რომ ძალიან ავები ყოფილან და საკუთარ მოედანზე შეიძლება ისეთი ზეწოლა განახორციელონ,რომ სამ ბურთიანი უპირატესობა ამოგვიქაჩონ კიდეც.ხეზე სამჯერ დავაკაკუნე, მაგრამ ჩვენი დაცვაც ვერ გამოიყურებოდა საკმაოდ საიმედოდ და მშვიდად ვერ ვიქნებით.
სოსო
10 აგვისტო 2018 01:01
2
ერთი რომელია ქუთაისელი: აზაცკი, დაფე, ჰლინკა, ლანჩი თუ მარინი? მე გამიხარდებოდა ჭიჭიკიას და ბიჭიკიას რომ კარგათ ეთამაშათ და ისე მოეგოთ, თორემ ვიღაც მოსულების ხარჯზე გამარჯვების ზეიმი ცოტა ტეხავს! იქ მისული მაყურებელი ვის გულშემატკივრობდა, გუნდის სახელს?...
მ ი მ ი ნ ო
10 აგვისტო 2018 08:33
28
და ამოქაჩავენ კიდევაც
41
10 აგვისტო 2018 12:36
2
ერთი ჩემი უბრალო გულშემატკივრის თხოვნაა. არასოდეს გამოიყენოთ სიტყვა "საღოლ". თქვით ყოჩაღ ბიჭებოოოოო!!!!!
!
10 აგვისტო 2018 12:10
0
ეს ქუთაისის ტორპედო იყო თუ მადრიდის რეალი?! გილოცავთ გამარჯვებას ტორპედოელებო. ეს ერთი და სხვა მრავალი!
aburjga
10 აგვისტო 2018 07:37
2
არა ბატონო მადრიდის რეალს ეთამაშებოდა
41
10 აგვისტო 2018 12:32
2
ყველას გილოცავთ და გასვლაზე უკეთეს თამაშს გისურვებთ! მადლობა მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს! ჯგუფურ ეტაპზე მენახეთ!
გუჯა კახაძე
10 აგვისტო 2018 10:11
0
სანახაობრივად კარგი თამაში იყო, მსაჯმა ერთი ბურთი კუკეშს აჩუქა, ამით შანსი დაუტოვა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეტყობა ბევრის მკადრებლები არიან, აქ უსაფუძვლო შარი მოგვდეს, იქაც შეეცდებიან პროვოკაციაზე აგვიყოლონ. ასე, რომ სრული მობილიზაცია, მითუმეტეს დაცვაში პრობლემები გამოჩნდა. წინ, პლეი-ოფისკენ!
მერაბი
10 აგვისტო 2018 09:23
0
გაედოთ ბაირამ დუდუკში
ზე გოლ
10 აგვისტო 2018 02:46
2
იქაც მოუგებენ როგორც ვიკინგებს
lasha
10 აგვისტო 2018 07:31
3
აი რას ნიშნავს ის რომ შემადგენლობის ძირითად ბირთვს ინარჩუნებმთავარია არ დაშალონ გუნდი და მომავალ წელს გაცილებით ძლიერი იქნება ტორპედოც, ჩიხურაც, საბურთალოც და დილაც. დინამო კი კიდევ დაშლის შემადგენლობას ზამთრის შესვენებაზი და დაასუსტებს გუნდს, იქნებ მიბაძოს დინამოს ხელმძღვანელობამ ამ გუნდებს
იაგო
10 აგვისტო 2018 11:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული