5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ", ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ალბანურ "კუკეშს" 5 გოლი გაუტანა.

საბოლოოდ, ქუთაისელებმა 5:2 მოიგეს და აღსანიშნავია, რომ ევროთასებზე "ტორპედოს" ანგარიშით 5:2 ადრეც მოუგია და 5 გოლზე მეტიც გაუტანია.

Sportall.ge ამ სტატიაში იმ შეხვედრების შესახებ გესაუბრებათ, სადაც ქართულმა კლუბებმა ევროსარბიელის მატჩებში 5 და მეტი ბურთი გაიტანეს.

დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით. 1997/98 წლების სეზონში "დინამო თბილისმა" საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიის "კრუისეიდერსს" 5:1 მოუგო, გასვლით მატჩში კი 3:1 იმარჯვა.

2002/03 წლების სეზონში ქუთაისის "ტორპედომ" ფარერების "ტორსჰავენი" საკუთარ მოედანზე 5:2 დაამარცხა.

2004/05 წლების სეზონში მცხეთის "ვიტ ჯორჯიამ" ფარერების "ჰავნარს" საკუთარ მოედანზე 5:0 მოუგო.

2013/14 წლების სეზონში "დინამო თბილისმა" ფარერების "სტრეიმურს" საკუთარ მოედანზე 6:1 სძლია.

altდინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]

გადავიდეთ უეფას თასსა და ევროპის ლიგაზე.

1996 წელს ბათუმის "დინამომ" ფარერების "ჰავნარს" 6 უპასუხო გოლი გაუტანა.

2009/10 წლების სეზონში საშინაო მატჩში "ზესტაფონმა" ჩრდილოეთ ირლანდიის "ლისბურნ დისტილერი" 6:0 დაამარცხა.

ქართულმა კლუბმა მეტოქე არც გასვლაზე დაინდო და 5 უპასუხო ბურთი გაუტანა. 

იმავე "ზესტაფონმა" 2010/11 წლების სეზონში სან-მარინოს "ფაეტანოს" 5:0 მოუგო.

2011/12 წლების სეზონში "დინამო თბილისმა" უელსის "ლანელს" 5:0 სძლია.

 

alt"დინამოსთან" "ლანელის" შანსი არ ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა - 5:0 (+VIDEO)

2012/13 წლებში რუსთავის "მეტალურგმა" ალბანეთის "ტეუტა" 6:1 გაანადგურა.

 

 

altმეტალურგი-ტეუტა 6:1 (პირველი მატჩი 3:0) - აბა, ახლა "პლზენი" გამოუშვით!

რაც შეეხება ინტერტოტოს თასს, რომელიც 2008 წლის შემდეგ აღარ ტარდება, აქ ქუთაისის "ტორპედომ" სომხეთის "ერებუნს" 1998 წელს 6:0 მოუგო.

alt"კუკეშის" ფანები "ბარსელონა"-პსჟ-ის შეხვედრას იხსენებენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი აქვთ

alt"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ მოვიგებთ 5:0-ს ან 6:0-ს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ

altკახა ჩხეტიანი: იყო შესაძლებლობა გოლი არ გაგვეშვა და კიდევ გაგვეტანა

altლამაზად, ტექნიკურად, დამაჯერებლად - "ტორპედომ" ჭირვეული "კუკეში" გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
"ტაპოჩკებით" მოთამაშე გუნდებისთვის მოგვიგია. ის დაწერეთ, ადრე საერთოდ რა გუნდებისთვის მოგვიგია. თურქეთის, ირანის და ინდოეთის ნაკრებები, რომ ჩამოდიოდნენ, თბილისის დინამოს არ აკადრებდნენ თამაშს და იმ დროინდელ, რომ იტყვიან "ჭ" კლასის, თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდს ახვედრებდნენ, რომელიც ამათ ასტრონომიული ანგარიშებით უგებდა. აი სად, როგორ განვითარდა ფეხბურთი.
გიორგი.
01:39 11-08-2018
0
მცხეთის "ვიტ ჯორჯია" ავტორის ნოუ-ჰაუა?
klimenti
18:28 10-08-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული